RSS

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2013 წლის დეკემბერი

06 იან

IMGL9922 copyსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასაჯაროებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ გასული წლის შემაჯამებელ სტატისტიკურ მონაცემებს.2013 წლის დეკემბრის თვე 391 724 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 365 356 ვიზიტი განხორციელდა, რაც 21,2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 2 080 808 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,3 %);
ბ) ტრანზიტი – 1 167 570 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54,6 %);
გ) სხვა – 2 116 978 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,4 %).
2013 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-25,8%), აზერბაიჯანიდან (+16,3%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+40,6%), უკრაინიდან (+69,7%) და ირანიდან (-33,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად – 80%, 32%, 22%, 19%, 17% და 15%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (40%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსის მოქალაქეები 62%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც 2013 წელს 17,1 (შემოსვლა) და 17,8 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s