RSS

გილოცავთ დამდეგ 2014 წელს

31 დეკ

axali weliგილოცავთ დამდეგ 2014 წელს. დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდში გვედგა, ვინც გვითანაგრძნობდა, სიტყვით მაინც, თუ ვერ შეძლო საქმით…

დიდი მადლობა ჩვენს მკითხველს, ერთგულებისთვის…

არავინ იცის როგორი იქნება 2014 წელი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ამ პორტალისთვის…თუმცა კი წინასწარი განწყობა ასეთია, რომ სავარაუდოდ, ეკოფაქტის არსებობამ თავისი მისია ამოწურა, რადგან ფაქტია, მის არსებობის განმავლობაში, თითქმის არავის არ გამოუთქვამს ინტერესი მისადმი, არც სამთავრობო და არც არასამთავრობო ორგანოებს. მისი განვითარებისთვის უამრავი დრო და ენერგია დაიხარჯა – უშედეგოდ… მაგრამ, მაინც დიდი მადლობა 2013 წელს, რადგან შევძელით ტაო-კლარჯეთიდან რეპორტაჟების მომზადება, რადგან შევძელით მეზობელი სახელმწიფოდან, სომხეთიდან რეპორტაჟების მომზადება, რადგან შევძელით იმ ძეგლებზე მიგვეწვდინა ხმა საზოგადოებისთვის, რომელიც შველას ითხოვენ, თუმცა ისევ ვიმეორებ, ხმა დარჩა “ხმა მღაღადებლისა შინად.” და უამრავი პროექტი დარჩა თაროებზე შემოდებული, სამწუხაროა, რომ საზოგადოება ვერ აცნობიერებს რაოდენ მნიშვნელოვანია, როგორც გარემოზე ზრუნვა, ასევე ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის.

ახალი წლის მილოცვის მაგივრად დამშვიდობების წერილი გამოვიდა, რისთვისაც უაღრესად დიდ ბოდიშს გიხდით და კიდევ ერთხელ…

გილოცავთ ახალ წელს, მრავალს და კეთილად დაესწარით… 2014 წელი ყოფილიყოს იმედების გამართლების და დასახული მიზნების მიღწევის წელიწადი…

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s