RSS

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე

26 დეკ

1462139_10152103894159310_1901993039_nნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში 27 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება. „თსუ-ეკო კლუბი“ აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებულად ნაძვების გადარჩენის მიზნით. კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი სკოლის მოსაწავლეებისათვის – „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მთავარი პირობაა ნაძვის ხე დამზადებული იყოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს. გამარჯვებულები კი Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდებიან. ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1 თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s