გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საამრთალდამრღვევებმა 29 ნაძვი და 347 კვიპტომერიის ჯიშის ხეები მოჭრეს. ამ დროისთვის ხეები უკვე ჩამორთმეული და დალუქულია.გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებისაგან, ვინაიდან დეპარტამენტი საახალწლო პერიოდში, განსაკუთრებული აქტივობით იმუშავებს.
“გამოვლენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული კვიპტომერიისა და ნაძვის ხის ჯიშის რეალიზაციის არაერთი ფაქტი.საერთო ჯამში, ამოღებული და დალუქული იქნა 300 ერთეულზე მეტი ნერგი.შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან, მივმართავ ყველას, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებისაგან, ვინაიდან გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საახალწლო პერიოდში განსაკუთრებული აქტივობით იმუშავებს”,–აცხადებენ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.