RSS

კლიმატის ცვლილებების შედეგი – ნასახლარი უფლისციხეში

25 დეკ

IMG_3521თბილისდან 85 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, უფლისციხის კომპლექსის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს სოფელ უფლისციხის ნასახლარია, ცოტა ზემოთ, რამდენიმე მეტრში კი მიტოვებული სოფლის სასაფლაო.

rika 002უფლისციხის გამოქვაბულთა კომპლექსიდან, რამდენიმე მეტრში უცებ გამოჩნდა ნასახლარი. ჩამონგრეულმა კედლებმა და მყარად ნაშენმა კიბეებმა ცოტა არ იყოს შეგვაშინა და დაგვძაბა, მოგვიანებით ვიგებთ, რომ ეს ნასახლარი სწორედ ბოლო საუკუნეში კლიმატური ცვლილებების შედეგად გაჩნდა. აქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა რამდენიმე ათეული წლის წინ, მდინარე მტკვრის ადიდების გამო, დატოვეს ულამაზესი ხეობა. მართალი გითხრათ, უფლისციხის გვირაბს გამოცდენილებმა ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს ნასახლარი მხოლოდ, რამდენიმე წლის იყო. ეს ადგილი, დიდი ხნის განმავლობაში, დასახლებული პუნქტი იყო. ამ სოფლის არსებობა, 1957 წლის შედგენილ ტოპოგრაფიულ რუკაზეცაა დადასტურებული, აქ ცხოვრობდა 200 ოჯახზე მეტი. ადრე, მდინარე მტკვარი, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინებოდა. “აქ კი იყო ბოსტნები, ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რეალურად ბოლო ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მდინარეთა ქსელის მიმართულების შეცვლას იწვევს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მდინარის წყლის რაოდენობის რამოდენიმეჯერ მომატებისას, ეს ადგილი გაჭრა და სოფელ უფლისციხის დასავლეთის მხარე გარესამყაროს მოწვიტა, – ამბობს გეოგრაფი, პროფესორი, გიორგი დვალაშვილი. პროფესორი დვალაშვილი განმარტავს, რომ გარდა კლიმატური ცვლილებებისა, სოფლის სახნავ–სათესი სავარგულების მდინარის მიერ გადარეცხვა–ეროზია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებულ ბუნებრივ კანონზომიერებას უკავშირდება. მდინარე მტკვარმა უფლისციხის კომპლექსაც საფრთხე შეუქმნა. 2007 წლამდე გვირაბში წყალი შედიოდა. შემდეგ კი, მდინარემ ძველ კალაპოტში გადაინაცვლა და დინება იქ დაიწყო, სადაც ადრე მოედინებოდა. მანამდე, კი ახალი სოფელი გაჩნდა მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს.

ruka 001ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით 1977 წელს, მდინარის მარჯვენა მხარეს, ძველი უფლისციხიდან ახალ სოფელ უფლისციხეში გადასახლებული 76 ოჯახი ირიცხებოდა. ახალ დასახლებაში სახლები მდინარის სანაპირო ზოლში გააშენეს. “მათ არ მისცეს შესაბამისი რეკომენდაცია, რომ მდინარეს უნდა დაშორებოდნენ. მდინარესთან ახლოს თვითნებურად დასახლდნენ 90-იან წლებში. მდინარის პირას დასახლებული სახლები მდინარე მტკვარმა დატბორა, რადგან თავის კალაპოტში წავიდა,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი. ეს კი იმის ბრალია, რომ განსახლების პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არსებობს ქვეყანაში. რისკები ჯერ კიდევ დიდია, რადგან მდინარეები არასწორად დასახლებული პუნქტის მიმართულებით ინტენსიურად რეცხავს ნაპირს. “ამ ნასახლარზე იმიტომ აღარ დარჩა მოსახლეობა, რომ სავარგულები, მისასვლელი გზა გადაირეცხა. თუმცა საცხოვრებელი ადგილის დიდი ნაწილს ეროზია არ შეხებია. ხოლო მტკვრის მარცხენა მხარეს შეიქმნა სხვადასხვა საწარმო, აგრეთვე ახლოს გადიოდა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, ყოველივე ამის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ და ყოფილი სოფლის მახლობლად ახალ ადგილას დასახლებულიყვნენ” – განმარტავს დვალაშვილი და ამატებს, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესების შედეგი, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს 50 წელში გარემო და რა სავალალო შედეგების წინაშე შეიძლება დააყენოს მოსახლეობა. თუ ამ სოფლის მაგალითი არ იქნება გათვალისწინებული, მომავალში შესაძლებელია ასეთივე ნასოფლარები შეიძლება უამრავი გაჩნდეს. მდინარის ნაპირის ათვისება და იქ ჩარევა უნდა ხდებოდეს, გარკვეული კანონზომიერებით, ამტკიცებს გეოგრაფი დვალაშვილი. ეს დაუწერელი კანონია. მოსახლეობა ძველთაგანვე ერიდებოდნენ სტიქიურად საშიშ ადგილებს. მთის ფერდობს არ ჩეხდნენ და სტიქიური პროცესების გავრცელების სარისკო ზონაში არ აშენებდნენ სახლებს. წინასწარ აფასებდნენ იმ ადგილებს.

ruka 003

დღეს, სამწუხაროდ ხშირად არ ითვალისწინებენ არაფერს. უფლისციხეს ნასახლარი არის შედეგი, ბოლო პერიოდში ბუნებრივი პროცესების ადამიანის მიმართ უარყოფითი ზეგავლენისა.

მასალა მომზადდა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიერ 21-23 დეკემბერს ორგანიზებული სამეცნიერო- ჟურნალისტური ექსპედიციის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s