RSS

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ყველაზე მეტი ვიზიტორი ქართველი ჰყავდა

25 დეკ

borjomi 004ოლიკო ცისკარიშვილი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველური ბუნების მრავალფეროვნების, ხელუხლებელი ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა. იგი მოიცავს ხელუხლებელი ტყის, სუბ-ალპური და ალპური მდელოების 85 000 ჰექტარს. მათ შორის 50 000 ჰექტარი ველური ბუნების ზონაა. ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიის რეგიონში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს. borjomi 002ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს 2006 წელს პენპარკის (დაცული ტერიტორიების ქსელი ევროპაში) ეროვნული პარკის სერთიფიკაცი გადაეცა. “უპირველესი მიზანია კონსერვაცია და მდგრადი ტურიზმის განვითარებაა. 11 მარშრუტი გვაქვს. ტურისტებს როგორც ველო ტურებს, ასევე სამთო ტურიზმსაც ვთავაზობთ. გვაქვს კულტურული ტურებიც,” – გვეუბნებიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. ეროვნული პარკის ბილიკების ქსელი საშუალებას აძლევს მოლაშქრეებს და ბუნების მოყვარულებს დატკბნენ მისი მშვენიერებით, დატკბნენ ულამაზესი ხედებით. მარშრუტის ხანგრძლივობა მერყეობს ერთი დღიდან ერთ კვირამდე, 800 მეტრიდან 2642 მ სიმაღლეზე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორი 2013 წელს 50490 იყო, სექტემბრის მონაცემებით, ხოლო გასულ წელს 42 ათასი. საკმაოდ იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. – ამბობენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. პარკში, ამ წელს, სტუმრების 62 პროცენტი ქართველი ვიზიტორი იყო, უცხოეთიდან ყველაზე მეტი კი პოლონელი ვიზიტორები სჭარბობდნენ, მერე ისრაელიდან, გერმანიიდან და ა.შ. “ცნობიერების დონე ძალიან დაბალია, ქართველ ვიზიტორები ვერ ხვდებიან, რომ პარკის დაბინძურება მათი პრობლემაა და არა მხოლოდ რეინჯერების,” – ამბობენ პარკის ადმინისტრაციაში. პარკს ემსახურება 73 ადამიანი, მათ შორის 50 რეინჯერი. თუმცა არსებული მდგომარეობით მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს, თუმცა უფრო მეტიც სასურველი იქნებოდა.

borjomi 001მოგვიანებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში, აბასთუმნის ტერიტორიაზე წავაწყდით გაჩეხილ ხეებს. გაჩეხილი იყო ნაძვი და ფიჭვი, რომელთა ასაკი ას წელზე მეტი იყო. “ზამთრის პერიოდში, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები შეიძლება იყოს, თუმცა დასადგენია ზუსტად რა ადგილას მოჭრეს ეს ხეები, შეესაბამება თუ არა გაცემულ ნებართვის დოკუმენტში მითითებულ ზუსტ ადგილმდებარეობას, რადგან ციცაბო ფერდობზე, როგორც წესი ასეთი დიდხნოვანი ხეები არ უნდა მოიჭრას, რადგან არ მოხდეს ფერდობზე სტიქიური პროცესების წარმოქნა და გააქტიურება. რათა თავიდან ავიცილოთ, 2006 წელს ხანძრის გამო რა პროცესებიც მივიღეთ.” – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი. ერთ-ერთი რეინჯერის თქმით, ეს საშეშე მასალაა, რომელიც სოფელზე გაიცემა. რადგან აბასთუმნელებს, ბუნებრივი აირი არ აქვთ. ეს ფაქტი დაადასტურა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმაც. ტერიტორია, სადაც ხეები იყო გაჩეხილი, დაცული ტერიტორიების ზონაში მდებარეობს და მდინარე ოძხეს მარხენა მხარეს, ფერდობზე იყო განლაგებული საშეშე მასალა.

1485905_619473954757014_1082116313_o 1515023_710499172293459_902224462_n

მასალა მომზადდა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიერ 21-23 დეკემბერს ორგანიზებული სამეცნიერო- ჟურნალისტური ექსპედიციის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტო: ინგა გვასალია, გიორგი გირკველიძე,

ოლიკო ცისკარიშვილი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s