RSS

წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

20 დეკ

nu moWri xes 5საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ჩამოყალიბდა ახალი წლის წინა პერიოდში დიდი რაოდენობით ნაძვების, სხვა წიწვოვანი სახეობების მოჭრა და მათი რეალიზაცია. ამიტომ დღეიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.

“სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუკი ქმედება ხორციელდება დაცული ტერიტორიის ფარგლებში, ჯარიმის ოდენობა იზრდება 400-დან 500 ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონით ისჯება ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო (კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე) ტრანსპორტირება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, შესაძლოა, ასევე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. დასჯადია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევა და იგი 200 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომებისა, ხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებაც. თუკი გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

სამინისტრო ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ წიწვოვნების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო, საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკაოს თავი წიწვოვანი ნარგავების მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით. ერთი მხრივ, დაიცვან გარემო, მეორე მხრივ, თავიდან აიცილონ ის უსიამოვნო შედეგები, რაც მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას შეიძლება მოჰყვეს.

http://liberali.ge/ge/liberali/news/117271/

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s