RSS

ნუ მოჭრი ხეს – თსუ ეკო-კლუბის აქცია ბორჯომში

20 დეკ

1505968_10152116817814310_745507120_oივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი“ უკვე მეორე კვირაა აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებით, ნაძვების გადარჩენის მიზნით. კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მთავარი პირობაა „ნაძვის ხე დამზადებული იყოს“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს. გამარჯვებულები კი Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდებიან.1526045_10152116815969310_1120861323_oკლუბის ინიციატივით აქცია გაცდა დედაქალაქს და გადაინაცვლა ბორჯომში, სადაც ყველაზე ფართოდ მჟღავნდება ჩეხვის პროცესი. რა მდგომარეობაა ბორჯომში ტყის დაცვის კუთხით და რამდენად დაცული არიან წიწვოვანი ხეები განადგურებისაგან? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები კლუბმა საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომის საზოგადოებრივი დარბაზი“-ს წარმომადგენლისა და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძვღვანელისგან მიიღო. 19 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა, აგრეთვე ბორჯომის პირველ საჯარო სკოლასა და „ბორჯომის ახალგაზრდობის ცენტრი“-ს მოსწავლეებთან. კლუბი ქალაქის ქუჩებში გაესაუბრა ბორჯომის მოსახლეობას და პირადად მათგან მოისმინა რეალური მდგომარეობა ამ კუთხით. აქციას შემოუერთდა ტელეკომპანია ,,ბორჯომი“, თსუ–ეკო კლუბის მსვლელობა გადაიცა ტელეკომპანიის საინფორმაცია გამოშვებებში.

1495808_10152116816904310_1083774956_o“თსუ-ეკო კლუბის წევრებმა ბორჯომამდე მატარებლით იმგზავრეს და მგაზარობისას ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარეს მგზავრებისა წიწვოვან ხეების ჭრასთან დაკავშირებით. გამოიკითხვა 200-მდე მგზავრი, რამაც საშუალება მოგვცა ერთგვარი ანალიზი გაგვაკეთებინა დღეს არსებული მდგომარეობისა.”  – ამბობს თსუ-ს პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

თსუ-ეკო კლუბი ამით არ ასრულებს კამპანიას, ის გრძელდება და დაგვირგვინება მოხდება 27 დეკემბერს, სადაც მოხდება კონკურსში მონაწილე „ნაძვის ხეების“ გამოფენა, გამარჯვებულების გამოვლინება და ყველა მონაწილის სიგელით დაჯილდოვება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s