დღეს, საღამოს, ქალაქ ონში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ერთ კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრის გამო, ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, არ ვრცელდება.