48 წლის ბედია უსახლ-კაროთათვის გახსნილ კარავში უკვე ერთი კვირაა იმყოფება. აქ პატრულის თანამშრომლებმა გორიდან ჩამოიყვანეს, მას არც ახლობლები ჰყავს და არც სახლი აქვს. ახლანდელი სუტიაციით კმაყოფილია, რადგან სითბო, საწოლი და საჭმელიც აქვს.
ასოციაცია “კათარზისის” პრეზიდენტის მოადგილე გული რომანიშვილი უსახლ-კაროთათივის კარვების გახსნის დღიდან იქ მუშაობს. მისი განცხადებით, ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა დასაწყისში ცოტა ქაოსური იყო. დღეს, უკვე ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა რაღაც დეტალებია დარჩენილი, მაგალითად, ტერიტორიის შემოღობვა, რის გამოც ის დაცული არ არის ანუ აქ მყოფებს ტერიტორიის დატოვება ან შესვლა თავისუფლად შეუძლიათ. მეორე პრობლემა განათებას უკავშირდება, მაგრამ ქალბატონი გულიკოს განცხადებით, ამ პრობლემების აღმოფხვრას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
უსახლკაროთათვის სულ 16 კარავია გაშლილი, თითოეული მათგანი 12 ადამიანს იტევს, თუმცა რამდენიმე თავისუფალი ადგილი ჯერ კიდევ არის დარჩენილი. კიდევ რამდენიმე უსახლკაროს გადარჩენა შეიძლება ზამთრის სუსხით სიკდილისგან. მათივე მოთხოვნით, დამატებით კარავი გაიშალა, რომელსაც იზოლატორის დატვირთვა აქვს, იქ დაავადებულებს ათავსებენ.
მათ სასადილოც ემსახურება, თუმცა იქ ჯერ-ჯერობით, გამათბობლები არ არის დამონტაჟებული. რამდენიმე დღეში ეს პრობლემაც მოგვარდება. მანამდე კი კარვების ბინადრები თავიანთ კარვებში სადილობენ, ბევრისთვის ეს უფრო კომფორტულიცაა, რადგან ზოგიერთ მათგანს გადაადგილება უჭირს.
ინსპექციის სამსახურმა კარვებში ინსპექცია ჩაატარა. ბინადრებს შორის ბევრი სხვადასხვა დაავადებითაა დაავადებული. არის დატილიანების, ასევე ცისტეტომიით დაავადებულიც და სხვ. ერთი მათგანი საავდმყოფოში გადაიყვანეს. სერიოზულ შემთხვევებს, ჯერ-ჯერობით, ადგილი არ ჰქონია. თუმცა, გაუთვალისწინებელი ეპიდემიისგან თავდაცვის მიზნით, ცალკე კარვის გაშლა დაიგეგმა.
თუ კარვების დამატების საჭიროება აუცილებელი გახდა, კათარზისის თანამშრომლები მზად არიან, რომ დამატებითი კარვები გაშალონ.
კარვების ბინადრებს, შეშით სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც შეეხება საკვების მომარაგებას, ამ საკითხში მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები იღებენ მონაწილეობას. საკვებს დღეში 2-ჯერ კათარზისი ამზადებს და უპოვართათვის მოაქვს.
კარვებში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ადამიანები სიცივეს და შიმშილს ებრძვიან, მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. სამწუხაროდ, უსახლკაროები ამ სერვისით, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ისარგებლებენ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ამ ადამიანების ბედი გაურკვეველია, მათი უმეტესი ნაწილი უბინაო ან ქრონიკული ალკოჰოლიკია.