RSS

ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გაიმართა

17 დეკ

17.12.13შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა. სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელს რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.შტაბის წევრებმა ასევე განიხილეს ელექტროენერგიის აღდგენის საკითხი. რეგიონში ამ დროისთვის აბონენტების 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოებს ინტენსიურად ატარებს.

სხდომაზე საუბარი ასევე ციტრუსის სეზონს შეეხო. საქართველოს მაშტაბით ციტრუსის მოსავალი წელს 80 000 ტონას შეადგენს, აქედან 60% ექსპორტზე გაიგზავნება. გზებზე უამინდობით გამოწვეული ვითარების გამო, ციტრუსის გადატანა შეფერხებული იყო. დღეს გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად გადატანა ჩაბარების პუნქტებამდე იქნება უზრუნველყოფილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s