RSS

შემოგვიერთდი შენც – ნუ მოჭრი ნაძვის ხეს!!!!

16 დეკ

nu moWri xes 5მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარ ქვეყნებს მიეკუთვნება, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს. nu moWri xes 2საქართველოს ტყეების დეგრადაციას მრავალი ფაქტორი იწვევს: ტყის არამდგრადი ჭრა, არალეგალური ტყითსარგებლობა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ტყით მართვისა და მონიტორინგის სისტემის არაეფექტურობა, მოუქნელი ბიუროკრატიული ინსტიტუტები, არასაკმარისი დაფინანსება, სატყეო სექტორში ცნობიერების დაბალი დონე – ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალი გზაა. საქართველოში ტყის ფონდის მიწებს სამი მილიონი ჰექტარი უკავია, ხოლო დაახლოებით 2,8 მილიონი ჰექტარი, ანუ მთლიანი ტერიტორიის 40 % ტყით არის დაფარული . აგრარულ რეგიონებში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების ნაკლებობა მოსახლეობას უბიძგებს უკენონოდ გაჩეხოს ტყე. გარდა ამისა, საძოვრების არაეფექტურად გამოყენების გამო, საქონელს ტყის ფონდის მიწებზე აძოვებენ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ტყის რესურსებს. ქვეყნის ეროვნული სტრატეგია და სატყეო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ამ სიტუაციის გაკონტროლებას, სამართლებრივ ჩარჩოებს კი კანონმდებლობაში არსებულ ხერვეზები ასუსტებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ტყის განადგურებას მიკრო-კლიმატის გაუარესება მოყვება. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთის ხის მოჭრას 30 წუთი სჭირდება, ხოლო ერთი ხის გაზრდას კი მინიმუმ 15 წელიწადი. წინა საახალწლო პერიოდში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნაძვის და წიწოვანი ხის ჭრაზე. ნაძვის არ მოჭრის პროპაგანდა, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებშიც ბლოგმა „მე რეპორტიორმა“ წამოიწყო. „ყოველ ახალ წელს შესაბამისი სტრუქტურები ნაძვის ჭრის მონიტორინგს ამკაცრებენ და ამზადებენ სხვადასხვა აქციებს, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მჭრან ნაძვი. როგორც იცით „მე რეპორტიორის” ბლოგი სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრინციპებზეა დაფუნებული, მედიას უდიდესი შესაძლებლობა აქვს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცნობიერების ამაღლებაში აქედან გამომდინარე, “მე რეპორტიორმა” გადავწვიტეთ, რომ ფეისბუქში წამოგვეწყო აქცია „არ მოჭრა!“ რომლის მთავარი პრინციპია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა გადაუღოს ნაძვს ფოტო და თავად მოიფიქროს მოწოდება – რითაც ფოტოსთან ერთად სხვებს მიმართავს – არ მოჭრან ნაძვი. ამ ვირტუალურ აქციაში უკვე ჩაერთო ჩვენი მკითხველი. “ამ აქციით, ჩვენ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეები, როგორც მოქალაქე ჟურნალისტები, ვაცხადებთ, რომ არ ვიყიდით უკანონოდ მოჭრილ ნაძვს.” – აცხადებს „მე რეპროტიორის” დამფუძნებელი ნინო ჭელიძე. მისივე თქმით, ბლოგის ფეისბუქის გვერდზე, ნაძვის ფოტოებს და არ მოჭრის მოწოდებეს ყოველდღიურად განათავსებენ ხოლო აქცია ახალწლამდე, 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციას უკვე შეუერთდნენ რადიო “ფოლკრადიო”, “ეკოფაქტი”, “თსუ-ს ეკოკლუბი” – შემოგვიერთდი შენც, ერთად გადავარჩინოთ ნაძვები ახალ წელს 🙂

 

One response to “შემოგვიერთდი შენც – ნუ მოჭრი ნაძვის ხეს!!!!

  1. mortgage news

    10/12/2014 at 09:19

    What’s up to every , because I am genuinely keen of reading this blog’s post to be updated daily.
    It contains nice stuff.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s