ანტარქტიდაზე იაპონური კვლევითი სადგურ Dome Fuji-ის ტერიტორიაზე ცელსიუსის შკალით მინუს 91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. ეს ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ოდესმე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე დაბალია. უარყოფითი ტემპერატურის წინა რეკორდი 1983 წელს საბჭოთა კვლევით სადგურ “ვოსტოკის” ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მაშინ მოწყობილობებმა მუნუს 89,2 გრადუსი ცელსიუსი აჩვენეს.
მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით.