RSS

ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს

14 Dec

savane 008საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, რეგულარულად ახორციელებს პრეს და გაცნობით ტურებს მიზნობრივი ბაზრებიდან.9-15 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს 15 ტურ-ოპერატორს ყაზახეთის რესპუბლიკიდან და 6 კაციანი ჟურნალისტების ჯგუფს აზერბაიჯანიდან. ტურის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამთო-სათხილამურო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტებზე. საქართველოში ვიზიტის დროს ტურის მონაწილეები ეწვევიან გუდაურს, ბაკურიანს, ბორჯომს, წყალტუბოს, ასევე მოინახულებენ თბილისის ისტორიულ უბნებს, მცხეთასა და სიღნაღს. ისინი გაეცნობიან სასტუმროების ბაზას როგორც დედაქალაქში, ასევე ზემოხსენებულ კურორტებზე. ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ თავიანთ ქართველ კოლეგებს, შემდგომში კონტაკტების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ყაზახეთი და აზერბაიჯანი საქართველოს ტურისტული ბაზრისათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანულ და ყაზახურ ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი. 2013 წლის 11 თვის განმავლობაში ყაზახეთიდან ჩამოვიდა 18 253 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია, ხოლო აზერბაიჯანიდან იმოგზაურა 978 584-მა ვიზიტორმა, რაც 15 %-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე „airAstan”-ამ ალმა-ატა თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირე კვირაში 5-მდე გაზარდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s