RSS

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მეხუთმილიონე საერთაშორისო მოგზაური დააჯილდოვა

09 დეკ

gergeTi 0352013 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს 5 000 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა ქვეყნის ისტორიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს საზღვარი პოლონეთის მოქალაქე მათეუშ ვერნერმა გადმოკვეთა.

პოლონელმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში მეხუთმილიონე ტურისტი აღმოჩნდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან საჩუქრები და სერთიფიკატი მიიღო. მას ორი დღით ჰოლიდეი ინი უმასპინძლებს, ყაზბეგში კი ყაზბეგი რუმსი. ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრია, ამიტომაც ეს ინფორმაცია მას ფესტივალის საზეიმო დახურვის შემდეგ შეატყობინეს.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლატარეაში ძვირფასი რამ მოვიგე. ეს დიდი სიურპრიზი იყო. ბედნიერი ვარ. აშკარაა, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება. მე მიყვარს თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა” – განაცხადა მათეუშ ვერნერმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით, აღნიშნული ციფრი აბსოლუტური რეკორდია, საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია 5 მლნ მოგზაური.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s