RSS

თბილისში ყინვისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა

08 დეკ

yinulis loloebiთბილისში ყინვისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ორგანიზაცია „იდენტობა“ ავრცელებს.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, “სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის”.როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „თბილისში დამდგარმა ყინვებმა უკვე იმსხვერპლა სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე, დღეს კი, დაახლოებით 12 საათისთვის ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა“.

თვითმხილველთა თქმით, იმ მომენტისთვის, როდესაც გვამი მოვაჭრეთა შორის დაგდებული შენიშნეს, სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, თუმცა პულსი აღარ შეინიშნებოდა.

“იდენტობის ინიციატივას უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრის გახსნის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მაგივრად ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა, რისი სასიკვდილო შედეგიც დღეს უკვე სახეზეა. ორგანიზაციის მიმართ ძალადობის მუქარა ღიად გაჟღერდა საპატრიარქოს მხრიდანაც, რომელზეც ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია. ამის გამოც, ჩვენ იძულებულნი გავხდით თავშესაფრისთვის გადმოცემული ფართი მფლობელისთვის დაგვებრუნებინა. ამჟამად, ჩვენთვის შეუძლებელია მოვიძიოთ ფართი, სადაც თავშესაფარს გავხსნიდით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„იდენტობა“ აქვე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას საქველმოქმედო ღონისძიებებით მობილიზებული აქვს 3000 ლარამდე, რომელსაც სიამოვნებით გადასცემს თავშესაფარს.

http://politico.ge/index.php/news/view/8757

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s