საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიოური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის განმარტებით, ხვალიდან გამოდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
დღეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი იყო, ზღვაზე კი შტორმი. დღეს და ხვალ ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
თბილისში -2 გრადუსი, შიდა ქართლში -6 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბალმთიან რაიონებში -2 გრადუსამდე ყინვა იქნება.
8 დეკემბრამდე საქართველოში ძირითად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
დღეს ძლიერი ქარის გამო, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასზე მეტი შეტყობინა შევიდა. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შეტყობინება ძირითად სახლის სახურავის გადახდისა და ხის წაქცევის გამო შედის.
ძლიერი ქარის გამო, იუსტიციის სახლის სახურავიც დაზიანდა.
ფოთში შტორმის სიმძლავრე 6 ბალს აღწევდა, რის გამოც, ფოთის პორტში მუშაობა დროებით შეჩერდა. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა ფოთში ხეები და ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. ზარალის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში კი ძლიერმა შტორმა დააზიანა სანაპირო ზოლი. ძლიერმა ქარმა ბარცხანის დასახლებაში ხეები მოგლიჯა, რომელიც 3 მსუბუქ ავტომობილს დაეცა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აჭარის მაღალმთიან რეგიონში ძლიერ წვიმას რამდენიმე ადგილას მეწყერი მოჰყვა, ხოლო ძლიერმა ქარმა თბილისში სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.
ფოტოს ავტორი: უცნობი