RSS

ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები ისპანის ჭაობში ჩაედინება

03 დეკ

ისპანაგადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ისპანის ჭაობში. ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენები ნაგებობის უკან მილით მდინარეში ჩაედინება. ,,მაცნემ” მდინარეში მდუღარე წყლის ჩაღვრაც დააფიქსირა. შპს. ,,აქტივების მართვის ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის მტკიცებით, საწარმოს გამწმენდი ნაგებობა აქვს, თუმცა სად მდებარეობს აღნიშნული ნაგებობა, მერაბ არძენაძემ ვერ გვიჩვენა. მისი განმარტებით, ისპანის ჭაობში მხოლოდ სუფთა წყალი იღვრება.

http://tv25.ge/?page=news&news_id=8894

საწარმოდან მდინარეში ნარჩენების ჩაღვრის ფაქტს არ ადასტურებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ავთანდილ მესხიძის განმარტებით, ციტრუსის ნარჩენებს და მდუღარე წყალს გარემოსთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია.

აჭარის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქობულეთში ისპანის ჭაობში ნარჩენების ჩაღვრის შესახებ ჩვენგან შეიტყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალისტებმა ტერიტორია დღესვე დაათვალიერეს, მოკვლევა კი უახლოეს დღეებში დაიწყება. ვახტანგ ღოღობერიძის განცხადებით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

,,საწარმოდან მდინარეში მოხვედრილმა ნარჩენებმა, შესაძლოა, ორი კილომეტრის მანძილზე ეკო სისტემის რღვევა გამოიწვიოს” აცხადებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იზოლდა მაჭუტაძე. მისი ინფორმაციით, საწარმოდან მდინარეში ნარჩენების ჩაღვრის პროცესი ოთხი წლის მანძილზე გრძელდება.

ისპანის ჭაობი კოლხეთის ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, იგი მსოფლიოში პირველი უნიკალური ხავსიანი ტორფნარისა და რამსარის დაცული ტერიტორიის სტატუსის მატარებელია. ორიგინალურია ისპანის სფაგნუმიან-ტორფიანი ჭაობებისა და მისი განაპირა კოლხური ტყეების მცენარეულობა.

ავტორები: სულხან მესხიძე, გიორგი ბოლქვაძე, რამაზ ფანცულაია

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s