RSS

ზოოპარკში, ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს

27 ნოე

ცივეტათბილისის ზოოპარკის ბინდარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია თბილისის ზოოპარკის ონლაინ გვერდზე ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა თბილისის ზოოპარკში. ზოოპარკის დამთვალიერებლებმა, დაახლოებით 10-12 წლის ბავშვებმა, ჩვენს ბინადარ ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება”, – ნათქვამია განცხადებაში. ზოოპარკის ადმინისტარციაში აცხადებენ, რომ ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ზოოპარკის ტერიტორიაზე, როდესაც ვიზიტორები ცხოველებს აზიანებენ. “ესვრიან სხვადასხვა საგნებს, ანთებულ სიგარეტს, კვებავენ მათთვის აკრძალული საკვებით და ასე შემდეგ… იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი ფაქტები აღარ დაფიქსირდება. თქვენც დაგვეხმარეთ და თუ რაიმეს შეამჩნევთ ერთად და დროულად შევაჩეროთ ცხოველებისთვის ზიანის მომტანები”, – აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s