RSS

სხვიტორი-სავანე

20 ნოე

savane 013ოლიკო ცისკარიშვილი

სხვიტორი და სავანე ქართული საზოგადოებისთვის დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება. სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა და 2004 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს. გიდის თქმით, მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა, და ამიტომ მნახველს უფლებას არ აძლევენ ფოტოების გადაღების, რომ მუზეუმი მორიგ თავდასხმას აარიდონ…ქართველი პოეტი, თანამედროვეთა მიერ „საქართველოს ბულბულად“ შერაცხული, აკაკი წერეთელი დაიბადა 1940 წლის 21 ივნისს, სოფელ სხვიტორში, ზემოიმერელი არისტოკრატის, როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა – ეკატერინე აბაშიძე – იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო.

აკაკი წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. ეს წლები მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა პოეტისათვის, პირველ რიგში, იგი ეზიარა ცოცხალ ქართულ ენას სრულიად ბუნებრივ გარემოში, ხალხურ პოეზიას – რომელიც მისი ლირიკის, მისი პოეტური ოსტატობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, სხვა სოციალურ გარემოში ცხოვრებამ პოეტის აზროვნებას მიანიჭა განსაკუთრებული თავისუფლების შეგრძნება, სილაღე, რაც გამოხატულია მის ყოველ სტრიქონში. ძიძასთან მან მიიღო თბილი გარემო, მოსიყვარულე ადამიანები, უზრუნველი და ბედნიერი ბავშვობა, რასაც იგი დიდი სიყვარულით იგონებს თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“.

აკაკი წერეთელი 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წელს კი მიემგზავრება პეტერბურგში უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სასწავლებლად, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სიცოცხლის ბოლო წლებში აკაკი, რომელიც თანამედროვეთა გადმოცემით, შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, ხშირად ავადმყოფობდა. პოეტი გარდაიცვალა 75 წლის (1915 წ.) ასაკში, დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, ილია ჭავჭავაძის გვერდით. მის სახლ-მუზეუმს დღესაც ბევრი მნახველი ყავს, როგორც სხვიტორში, ასევე სავანეში. სადაც ძიძისეულ კარმიდამოსთან, ფარსადან ყანჩაველის ქოხის მახლობლად, უნიკალური ქართული ძეგლი დგას, სადაც უამრავი წყვილი დღესაც ჯვარს იწერს.

„არ შემიძლია, არ გამოვტყდე, რომ თუკი რამე დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ვიზრდებოდი“, – ამბობს თავად აკაკი.

თავად ძეგლი კი სოფელ სავანეში ყვირილის ხეობაშია. წმ.გიორგის ერთნავიანი ეკლესია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუშია. ძეგლზე არის რამდენიმე წარწერა. დასავლეთის შესასვლელის წარწერაში მოიხსენიება ხუროთმოძღვარი ჰარაბა და ერისთავთერისთავი გიორგი: “სახელითა ღმრთისაითა… დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაი აღსაშენებლად წმიდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთ ერისთავი, სალოცველად სულისა მათისათვის”…და სხვ… მეორე წარწერაში, სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში, აგების ზუსტი თარიღი – 1046 წელიც – იხსენიება, მესამეში (აღმოსავლეთის ფასადზე) ნათქვამია, რომ მშენებლობაში სოფელიც იღებდა ნივთიერ მონაწილეობას. სავანეში XI საუკუნისავე მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია დარჩენილი, მაგრამ იგი ძლიერ დამახინჯებულია XIX ს-ის რემონტების დროს. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა.

და მაინც ისევ აკაკი – “მეტად რთულია აკაკის ბუნება: მასში იდუმალ არიან ხლართულნი მისი პიროვნება და მისი შემოქმედება. მართალია აკაკის პიროვნება და შემოქმედება სხვა და სხვაა, მაგრამ ისიც მართალია, რომ ისინი ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელ არიან. აკაკის ბუნება ქართველების ბედის ნატეხია. ის ერთი რამე, რაც აკაკის აწუხებს, არის სწორედ ამხსნელი მის ბუნებისა. ქართველობა თვის მეორე შობიერებაში ტრაგიზმს განიცდის – და მისი ღვიძლი შვილი აკაკი ამ ტრაგიზმის მატარებელია“. (გრიგოლ რობაქიძე)savane 005 savane 006 savane 007 savane 008 savane 009 savane 010 savane 012 savane 014savane 004

savane 003

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s