RSS

ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს…

13 ნოე

1004988_551658754923045_136365917_nსაქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა  საზღვრისპირა სოფლებში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ახალგაზრდულ კლუბებს გრანტები გადასცეს და სხვადასხვა სახის ინვენტარი ჩაუტანეს.  ეს პირველი შემთხვევაა, როცა საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებლად გრანტის მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ. თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია და სამოქალაქო განათლება  ცენტრმა „აფხაზეთმა“  კონკურსში გამარჯვებულები უკვე გამოავლინა. გამარჯვებული სკოლის კლუბები ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა  ეკა გვალიამ  დააჯილდოვა.გვალიამ ბავშვებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებმა საკამოდ აქტიურად იმუშავეს, რის შედეგადაც ცენტრმა ბავშვებისგან 20-ზე მეტი საინტერესო პროექტი მიიღო. „გამარჯვებულები ახალგაზრდული კლუბის წევრები დამოუკიდებლად განახორციელებს პროექტს ეკოლოგიის თემაზე და თემში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობენ ხელს. წლის ბოლომდე გრანტებით კიდევ რამდენიმე ახალგაზრდული კლუბი დაჯილდოვდება. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასკოლო კლუბებს და ისინი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. პროქტი მომავალ წელსაც გაგრძელდება“ – აცხადებს ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია.

პროექტი 8 საჯარო სკოლაში – შავშვები, ახალდაბა, ზერტი, მეჯვრისხევი, შინდისი,  ტყვიავი,  ტირძნისსა   და  ხიდისთავში ხორციელდება. აღნიშნულ სკოლებში შეიქმნა არაფორმალური განათლების 56 სასკოლო კლუბი  და ამ ეტაპისთვის ჩართულია 600 მოსწავლე. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და მისი საერთო ღირებულებაა 495 000 ლარია. პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.

993802_551658471589740_195041677_n 1453412_551658588256395_1963142276_n

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s