RSS

ფოთში მწვანე საფარს იღებენ

11 ნოე

DSCF0190ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ტროტუარისა და ფასადების კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ფოთის მერიას, გადაწყვეტილი აქვს, მწვანე საფარის აღება. მოჭრას, გადაბელვას და გადაადგილებას ემქვედებარება, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, რომელთა ასაკი, ათეულობით წელს ითვლის. ამასთან, საზოგადოების ერთმა ნაწილმა, დღევანდელი საპროტესტო გამოსვლით შეაჩერა უკვე დაწყებული პროცესი. დღესვე, ქალაქის საკრებულოსთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავის დასკვნას დადებს. კომისიაში, დარგის სპეციალისტები, საკრებულოს წევრები, მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სამსახურების უფროსებთან ერთად, გარემოსადაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. კომისიის პირველის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ქალალაქის მერის, დავით სარსანიას პოზიციაა, რომ ხეები გრუნტიდან ამოღებულ იქნას და სხვა ადგილას გადაირგოს. მისი თქმით, ტროტუარებისა და ფასადების მოწყობის შემდეგ, დიდი ზომის ხეები ახალ ინტერიერს ეფექტს დაუკარგავს. მისივე თქმით, ხეების ფესვები, ტროტუარებზე ქვაფენილებს აზიანებს. ხეების შენარჩუნებას და ახალ ინტერიერთან შესაბამისობაში მოყვანას ემხრობა, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბაბილუა. ხეების გადარგვა, მათი ასაკიდან და ზომებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლედ მიაჩნიათ, დარგის სპეციალისტებს. პროფესორ ალექსანდრე ხურციძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, არსებულ სიტუაციაში, ფესვების იმ ნაწილის გასუფთავებაა, რომელიც ტროტუარის ქვაფენილს აზიანებს. ხურციძის განცხადებით, ხეები, რომლებიც შვიდ ათეულ წელს ითვლის, გადარგვას არ ექვემდებარება. საბოლოო გადაწყვეტილება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისიის წევრები, ხვალ, ადგილზე დაათვალიერებენ ხეების მდგომარეობას. აქვე, მე პირადად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია და საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე, მივიჩნევ, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა მოხდეს არსებული მწვანე სფარის გადაბელვა-განახლება. რაც შეეხება გადარგვას-მსგავსი ქმედება, მხოლოდ რისკის ქვეშ დააყენებს მათ შემდგომ ბედს. ხეების მოჭრა კი, დანაშაულის ტოლფასია და არცერთ შემთხვევაში მსგავსი ქმედება არ უნდა იქნას გამოყენებული. მივმართავ, ფოთის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა არ დაუშვან მსგავსი ქმედბა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, თქვენი, მოქალაქეების აზრია ამასთან დაკავშირებით.

ლაშა ზარგინავა

DSCF0207

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s