გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. პროექტ “მწვანე კედლის” წარმომადგენელი ნინო მეგრელიშვილი, იმედის თვალით უყურებს მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მოქმედებებს და იმედოვნებს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც აიღებენ მათგან მაგალითს. იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ქარსაცავი ზოლები, მაგალითად კახეთში, სადაც როგორც ყველა რეგიონში, ისე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტშო, 90-იან წლებში უმოწყალოდ გაიჩეხა ქარსაცავი ზოლები. ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში, ქარსაცავი ზოლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, ამ საკითხის ირგვლივ შიდა ქართლში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
თეა გოგუაშვილის გადაცემა “შენი პოზიციის” სტუმრები პროექტის განმხორციელებელ გუნდთან ერთად, აღნიშნული თემის ექსპერტები, გორის მუნციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებულები, სოფლის მოსახლეობა და ექსპერტები გიორგი დვალაშილი და თამარ ბაგრატია იყვნენ.
გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის გუნდს დახმარება აღუთქვეს. უახლოეს მომავალში აღიწერება ის ტერიტორიები, სადაც წინა წლებში ქარსაცავი ზოლი იყო მოწყობილი და დაიწყება მუშაობა მიწების გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ასაყვანად. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები გაუწოვენ ზედამხედველობას.
ქარსაცავი ზოლების აღდგენის მიზნით, აქტიურად მუშაობენ პროექტის ქუთაისელი პარტნიორებიც.