RSS

2013 წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს 480 510 ვიზიტორი ესტუმრა

05 ნოე

yazbegiskenშინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ საზოგადოების ყოველთვიურ ინფორმირებას.2013 წლის ოქტომბრის თვე 480 510 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 556 110 ვიზიტი განხორციელდა, რაც 23,7%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და უკვე გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 1 785 244 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%); ბ) ტრანზიტი – 1 001 010 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 57,3%); გ) სხვა – 1 769 856 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%).
2013 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+13,5%), სომხეთიდან (+34,3%), რუსეთიდან (+37%), უკრაინიდან (+58,6%) და ირანიდან (+26,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ოქტომბერში, უკვე ტრადიციულ პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად კვლავ გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად 70%, 34%, 27%, 20%, 17% და 17%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 61%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან მიმართებაში, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 22.4 (შემოსვლა) და 22.8 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s