წიგნის მაღაზია ,,ლიბრა”ში (მის: დიდუბის ეკლესიასთან ახლოს, სავაჭო ცენტრი ,,მეგალაინი” 55ბ პავილიონი} 6 ნოემბერს, ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე გაიმართება გიორგი დვალაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია ,“საჩხერე და ჭიათურა”. წიგნი “საჩხერე ჭიათურა”, რომელშიც განხილულია საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასახლებული პუნქტები: ქალაქები საჩხერე და ჭიათურა, აგრეთვე საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში 27 ტერიტორიულ მართვის ორგანოში გაერთიანებული 115 სოფელი. რეგიონში მრავლადაა ტურისტებისათვის საინტერესო ობიექტი, სადაც უამრავი მღვიმე-გამოქვაბულია. თავისი ბუნებრივი ეგზოტიკით გამოირჩევიან: მდ. მდ. ყვირილას, ჯრუჭულას, კაცხურას, ბუჯისა და საძალიხევის აუზში არსებული მღვიმეები. ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები: სვერის, კაცხის, ითხვისის, მოდინახეს, თოდაძის, ნავარძეთის ციხესიმაგრეები, სავანის, ქორეთის, ეხვევის, სარეკის, გორისას, კორბოულის, კაცხის, პერევისის, ითხვისის, მღვიმევის, დარკვეთის ეკლესია-მონასტრები, კაცხის ბუნებრივ-კირქვული სვეტი. მრავლად არის მდინარეები: საძალიხევი, ჯრუჭულა, ჩიხურა, შუშა, ღებურა, ძირულა, ბუჯა, ყვირილა, დუმალა, ციხისწყალი, კაცხურა, წილთოსწყალი, ჭერულა, თაბაგრებისწყალი. ეგზოტიკური ტბები: სოფელ ხრეითში არსებული ტბა _ შემორევა, სოფელ რგანში ნაბარდების ტბა, ვულკანური წარმოშობის ტბა სოფ. პერევისაში, აგრეთვე დევის ტბა. მუნიციპალიტეტები აგრეთვე მდიდარია ფლორითა და ფაუნით.
წიგნში მოთავსებულია საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები, დასახლებული პუნქტები დახასიათებელია გეოგრაფიული და ისტორიული რაკურსით, ჭალის თემის სხვა სოფლებთან ერთად განხილულია ის სოფლებიც, რომლებიც 1991 წლიდან ითვლება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიად და ტურისტული მიზნით კარგ ადგილებად არის მიჩნეული. ეს სოფლებია: ტბეთი, ქარძმანი, სინაგური, თედელეთი, ჯალაბეთი. წიგნი განკუთვნილია საჩხერის და ჭიათურის რეგიონის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.