ამიერ ტაოდან მდინარე მტკვრის ზემო წელში კოლა არტაანში – ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები ყველაზე ცუდადაა შემორჩენილი. ამ ადგილებში იყო შემოსევები, დაპყრობითი ომების გზები ყველაზე ხშირად აქ გადიოდა – მტრის ჯარი ამ ადგილებში შემოდიდოდა. 2100 მეტრის სიმაღლეზე, საუკუნეების წინ, სიცოცხლე დუღდა, ახლა კი უკაცრიელია. თუმცა საკმაოდ ბევრი ნასახლარი, ნასოფლარი და ნატაძრალია.“ეს ადგილები გამოკვლეული არაა. ამ ძეგლებზე არაა ინფორმაცია სრულყოფილი, ფაქტია, რომ ძველი ტაძარია, მაშინდელი, როდესაც ქართული სახელმწიფო ფესვებგადგმული იყო, – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშილი, რომელიც ტაო-კლარჯეთის ხშირი სტუმარია.
სავტომობილო გზიდან დაახლოებით ასორმოცდაათი მეტრში – კოლა არტაანის შუაშია აღმართული ტაძარი. ტაძრის გარშემო, კარგად იკითხება შენობებისა და ქვის ღობეების კვალი. ტაძრის კედლების სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრს აღწევს. სიგანე – 5 მეტრამდე, სიგრძე ათ მეტრამდე. არის ტიპიური ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, დღითიდღე იშლება. დამუშავებული და დაკუთხული ქვებიც ნაკლებადაა. გიორგი დვალაშვილის თქმით, მშენებლობაში გამოყენებული ქვები ადგილობრივია, ვულკანური წიდების მსგავსი ქანებია წარმოდგენილი.
ტაო-კლარჯეთში, დაახლოებით 150 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ქართველების არსებობის კვალია დაფიქსირებული და დადასტურებული, გადათხრილია განძის მაძიებლების მიერ, მათ შორის, როგორც შიდა პერიმეტრზე გარე პერიმეტრზეც. აქაც ღრმადაა გადათხრილი და დაზიანებული ტაძრის კედლები.