ბანა, მდინარე ბანას წყლის ხეობაში, მდებარეობს, შორიდან ნანგრევების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ტაძარში შესული მისი სიდიადე გამუნჯებს.
თურქეთის ტერიტორიაზე, ბევრ ქართულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არა პირვანდელი სახით შემორჩენილი სახელი, არამედ ახალი ტოპონიმებით იცნობენ. სოფელს პენეკი ქვია, ბანასაც პენეკსაც უწოდებენ. სამწუხაროდ, ბანა არაა ერზრუმის ტურისტულ მარშუტში შეტანილი და მასზე არც არანაირი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ტურისმისთვის არა ხელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, თავისი ისტორიის 15 საუკუნის განმავლობაში უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი იყო.
“თავდაპირველად, ნავები ჩაშენების გარეშე იყო, თაღები ღია. მერე შესაბამისად აწიეს კიდეც. სამ სართულიანი ტაძარი, მე-19 საუკუნის ბოლომდე მშვენივრად იყო შემორჩენილი. იყო ფრესკებიც. მაგრამ 1878 წელს რუსეთ-თურქეთის დროს, ეს ადგილი თურქებმა ციხესიმაგრედ გამოიყენეს. ტერიტორია ააფეთქეს და კომპლექსიც დაინგრა. მიუხედავად ამისა, 1910 წელს როცა ექვთიმე თაყაიშვილი აქ იყო – საკურთხეველიც და გუმბათიც შემორჩენილი იყო. 1984 წელს მიწისძვრა მოხდა და სამწუხაროდ, დღეს, უკვე ასეთ მდგომარეობაშია,” – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშილი.
უიმედოა ბანას მდგომარეობა. განძის მაძიებლები ყველა მიმართულებით ძირს უთხრიან და ამუშავებენ. არაა საინფორმაციო დაფები. არაა ტურისტულ მარშუტში, თუმცა ქართველები მაინც ცდილობენ მოვიდნენ.
გიორგი დვალაშვილის თქმით, ბანას არ ემუქრება დატბორვა. ერთადერთი რის შედეგადაც ტაძარი შეიძლება დაზიანდეს მიწისძვრებია.