RSS

ფარნაკის კომპლექსი და სისხლის ციხე

30 ოქტ

farnaki 004ოლიკო ცისკარიშვილი

მდინარე ოლთისის ხეობაში შემაღლებულ ბუნებრივ შთენილზე, რომელიც, სავარაუდოდ, მე-9 მე-10 საუკუნეში მოსწორდა და გამაგრდა, ძლივს ავაღწიეთ.

“თავდაპირველად, მას  ციხის დატვირთვა ქონდა, – გვიყვება გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, –  შემდგომ პერიოდში ბაზილიკური ტაძარი აშენდა.

შორიდანვე ჩანს, რომ მდინარე ბანის წყლის ხეობა მდინარე ოლთისის წყალს უერთდება. შესართავთან  ბაზილიკური ტაძრის ნანგრევები ჩანს, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ამ ადგილს კი, სადაც ჩვენ ავაღწიეთ ფარნაკის კომპლექსი ქვია. ოლთისის კლდის მარჯვენა მხარეს კარგადაა შეხამებული ციხე-სიმაგრე თავისი გალავნით, დიდი კომპლექსით. სხვადასხვა ვერსიებით, მას სისხლის ციხეს ეძახდნენ. რადგან ციხეს, წითელი ფერი დაკრავს თურქებმა წითელი ციხე დაარქვეს. ციხის დაბლა  სამონასტრო კომპლესის ნანგრევებია,   იქვეა ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებიც.

“მთლიანად, ეს ტერიტორია გზაგასაყარია და შემდეგ ხეობას, ფანასკერტის ხეობას და ოლთისის ხეობას აკონტროლებდა. საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს და ფაქტობრივად, ამ კომპლექსის და ამ ციხეების დაპყრობა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მე-16 საუკუნეში ეს ტერიტორიები ქართველებისაგან მასიურად დაიცალა.: – ამბობს გიორგი დვალაშილი.

სამწუხაროდ, როგორც ყველა კომპლექსში, აქაც განძის მაძიებელთა მიერ ტერიტორია დაზიანებულია. დასავლეთის კარიბჭის ადგილას საკმაოდ ღრმა  ახლადგათხრილი ორმოა. ფარნაკის და სისხლის ციხის ტერიტორიაც დაზიანებულია. დღეს, ამ ადგილებს დატვირთვა არ აქვს, აქ ტურისტებიც არ მოდიან – ეს ადგილები, ფაქტობრივად, აუთვისებელია.

sisxlis cixe 001

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s