RSS

ხახულში, დღესაც, მეჩეთია განთავსებული

29 ოქტ

ოლიკო ცისკარიშვილი

ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რეგიონი, ბაგბაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსია – ხახული. ეს არის ქართული ოქრომჭედლების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, ბექა და ბეშქენ ოპიზრები ამ სავანეში მოღვაწეობდნენ. ხახულის ტაძარის სამხრეთის ექსპოზიციაზე ძალიან საინტერესო ორნამენტია – არწივი. “თურქებს ასეთი ლეგენდა აქვთ, თუ აქ მოვიდოდნენ მუსლიმანი ქალბატონები და  ამ გამოსახულებას შეთხოვდნენ, უშვილობას კურნავდა, მე თვითონ შევსწრებივარ ასეთ ფაქტს,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

ხახულის ტაძარი უშვილობას კურნავს – ამას ამბობს ლეგენდა. ბევრი რეალურად დღესაც მოდის, იმ რწმენით, რომ შვილი გაუჩნდება.

რაც შეეხება დღევანდელობას – ხახულში დღესაც ფუნქციონირებს მეჩეთი. სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა მის გვერდით მდებარე სენაკში შეღწევა მაინც მოვახერხეთ.  ტაძარში, მომლოცველმა ფეხზე უნდა გაიხადოს  და ისე უნდა შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტაძარში შესვლა აკრძალულია. აქ ფუნქციონირებდა სკოლა – მედრესე. ქვის საკმაოდ დიდი სტელა მედრესეს მერხებითაა დაფარული. ტაძარი გადააკეთეს მუსლიმანებმა, ასევეა გადაკეთებული ხახულის ტაძრის წინ არსებული ბაზილიკური ტაძარი. ტაძრის შესასვლელთან ადგილობრივების სასაფლაოა.

ტაძრის წინ, შესასვლელში, საუკუნოვანმა გამხმარმა ხემ კი ამაყად გამოგვაცილა, იქაური ბავშვების მასპინძლობით გაოცებულები. პატარა თურქმა მასპინძლებმა ისიც გვითხრეს, რომ ხახულს უვლიან და პატრონობენ. მერე, რა რომ იქ მეჩეთია, მაინც ცდილობენ პირვანდელი სახე არ დაუკარგონ…

xaxuli 012

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s