RSS

ბრაკონიერები მალთაყვაში

29 ოქტ

nanadirevi 001ცოტა ხნის წინ, bazieri.ge ზე გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები ქალაქ ფოთის უბან მალთაყვადან. საიტზე ნათქვამია, რომ აღმოსავლეთის ქარის დროს მტაცებელი ფრინველების გადაფრენის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ადგილია. პალიასტომსა და შავ ზღვას შორის ყველაზე ვიწრო ადგილი  მალთაყვაშია, მდინარე კაპარჭას ხიდი და მისი მიმდებარე ადგილები. აქ აღმოსავლეთის ქარის დროს, ნაძვნარის ზოლის თავზე ათეულ ათასობით მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს.  მათთან ერთად თბილი ქვექნებისკენ მიფრინავს უამრავი სხვა ფრინველი: მტრედისნაირები,მერცხლები და სხვადასხვა ჯიშის ჩიტები. სწორედ მტრედისნაირების გადაფრენა იზიდავს ბევრ მონადირეს მალთაყვის ტერიტორიაზე, თუმცა მათ შორის უმრავლესობა ყველანაირ მოძრავ ობიექტს ესვრის. ამ ბრაკონიერების  ნამოქმედარის შეფასება თქვენთვის მოგვინდია ქვემოთმოყვანილ ფოტო-მასალაზე.

ამ არაადამიანების გაჟლეტილი ფრინველების დიდი ნაწილი ცოცხალი,ზეზეულად ლპება.  

გარემოს დაცვას როგორც ყოველთვის ძინავს, ამ ხელისუფლებაში იქნება ეს თუ ძველში იყვნენ. მათი არგუმენტები რომ თითქოსდა სამინისტროში პრობლემები აქვთ და ბრაკონიერობასთან ბრძოლისთვის ვერი იცლიან, არ დაილია. მათი ძირითადი პრობლემა რომ საახლობლოთი გავსებული ინსპექცია და ხალხის თვალის ასახვევად ჩატარებული მისაღები გამოცდებია  ვერ თუ არ ხვდებიან. 
ჩვენი რეკომენდაცია გარემოს დაცვის სამინისტროს: აღმოსავლეთის ქარის დროს მიავლინოს ჯგუფი მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაენახვოს იქ მყოფ მონადირეებს, იქნებ მიხვდეს ხალხი გარემოს დაცვის სამინისტრო რომ ცოცხალია. ფორმით მყოფი გდი-ს თანამშრომლების იქ ხშირი გამოჩენა გარკვეულ დონეზე აღკვეთავს ასეთი ტიპის ბრაკონიერობას. უფორმოდ, გამოსაცნობი ნიშნის გარეშე შესული გდი-ს თანამშრომლების შესვლა კი ბიუჯეტსაც შეავსებს და ამ არამონადირეებში შიშის ფაქტორსაც დათესავს. ეცოდინებათ რომ მათი ბრაკონიერული საქციელი დაუსჯელი არ დარჩება.
ნადავლი ასეთი იყო: მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპიროზე. დაჭრილი წითელფეხა შავარდენი (თვალშავი). შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში (წიგნში). 5 მიმინო, 1 კრაზანაჭამია არწივი. http://www.bazieri.ge/news/brak_39_onieroba_maltaqvashi/2013-10-20-1663
nanadirevi 004
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s