ოლიკო ცისკარიშვილი
ოშკის გრანდიოზული ტაძარი 1050 წლისაა. 1050 წლის წინ, მოხდა და იოანე ნათლსიმცემლის სახელობის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. ეს იყო უდიდესი ცენტრი ქართული კულტურული მემკვიდრეობის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ბაგრატ მეფის მთავარი ტაძარი, რომელიც საკმაოდ მძლავრი იყო. ამ ტაძრის ანალოგიურად მოხდა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის აგება. ოშკი, ქართულ ძეგლებს შორი,ს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა. ჩვენი ვარაუდით, 1791 წელს უნდა დაზიანებულიყო ტაძრის დიდი ნაწილი. თურ-სელჩუკებმა როდესაც ეს ტერიტორია დაიკავეს აქ მეჩეთი განათავსეს.ოშკის ტაძარი დაუცველია – სავალალო მდგომარეობაშია გუმბათის ყელი, ტაძარში დიდი რაოდენობითაა ნაგავია, ჩამოდის წყალი, შიდა ინტერიერი ღიაა. დასავლეთის ნავი დაზიანებული და დანაპრალებულია, მოწყვეტილია კავშირი.
“სამწუხარო ფაქტი უკავშირდება ტაძრის სამხრეთ ფასადს, სადაც ვედრების სცენაში წარმოდგენილი იყო – დავით კურაპალატი, აშოტ კურაპალატი, მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ათი წლის წინ, ღვთისმშობლის ქვის სტელა, რომელიც მეტრანახევრის სიმაღლისაა ჩამოვარდა და დაიკარგა – უკვალოდ გაქრა. 2009 წლის სექტემბერში ანალოგიურად დაფიქსირდა მაცხოვრის ქვის სტელის ჩამოშლა. სამწუხაროდ, ისიც უკვალოდ დაიკარგა,” – გვიყვება გეოგრაფი და მოგზაური გიორგი დვალაშვილი.
ოშკის ტაძარში ძალიან ბევრი შემორჩენილი წარწერებიც, ფრესკებიც იკითხება. ძველი ქართული წარწერები პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ტაძრის გარშემო ძალიან ბევრი ქვის სტელებია. არის ჯვრის გამოსახულებების – ფერში, გუმბათი მოჭიქულია. ტაძრის გარშემო იყო სხვადასხვა შენობანაგებობა, ერთ-ერთი დიდი შენობა, რომელიც ტაძარს ებჯინებოდა დაიწვა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ხანძრის კვალი დღესაც ეტყობა.
ტაძრის დასავლეთ ნაწილზე მიშენებული იყო მეჩეთი. 2009 წელს მიშენება მოხსნეს და გვერდით გადაიტანეს. ოშკის მახლობლად ბაზილიკური ტაძრებიცაა. სამენოვან წარწერა, რომელიც ოშკის შესასვლელშია ვიზიტორს ამცნობს თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე ოშკის ისტორიას. ქართულში მოხსენიებულია პატრიკოს ჯოჯიკი, ხოლო თურქულად და ინგლისურად წერია გაგიკი.
,,თავად ტაძარს ადგილობრივები ეძახიან ვანქს, რომელიც ეკლესიას ნიშნავს, ანუ აქ სამწუხაროდ, სომხური ტოპონიმია გავრცელებული. თუმცა არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რომ ესაა სომხური ძეგლი. მცირე ხნის განმავლობაში, აქ სომხები დასახლდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაძარი სომხურია. ეს ტაძარი არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ძეგლი, რომელიც შველას ითხოვს, გუმბათის ნაწილი და მთავარი კედლები ყველგანაა დანაპრალებული და დაბზარული, ასეთი სავალალო მდგომარეობაა ამაყად მდგარ ოშკში,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი და აგრძელებს – თუ იშხანის მსგავსად გაკეთდება, კარგი უფროა, ვიდრე ცუდი. რადგან მისი გადარჩენა ან შენარჩუნება და დაცვა, მხოლოდ ასეთი რესტავრაციით შეიძლება. კონსერვაცია და ასეთი სტილით შენარჩუნება არც თუ ისე ადვილია. თუ მასიურად არ გადამაგრდა კედლები ტაძარი დაინგრევა. ტაძრის სამხრეთ მიმართულებით ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, ტაო–კლარჯეთის მკვლევარმა ვახტანგ ჯობაძემ აქ მუშაობისას, შეუყუდა რამოდენიმე ხის მორი. სამწუხაროდ, იმ ხის მორებიდან მხოლოდ ერთი მორიღაა დარჩენილი, დანარჩენები მიზანმიმართულადაა გამონგრეული და ჩამოშლილი.”
ფაქტია – ერთერთი გრანდიოზული და გამორჩეული ქართული ტაძარი, ტაო-კლარჯეთში, სავალალო მდგომარეობაშია.