RSS

ჩანჩქერი, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერზე მაღალია

27 ოქტ

ოლიკო ცისკარიშვილი

თორთუმის ხეობაში, ჭოროხის აუზში, ოლთისის წყლის შენაკადში არის უმშვენიერესი ბუნების ძეგლი, საინტერესო წარსულის მქონე. ჩანაწერებში ცნობილია, რომ 1791 წელს ეს ადგილები მძლავრმა მიწისძვრამ ჩაკეტა ხეობა, წარმოქმნა 8 კილომეტრის ტბა. თორთუმის ტბის სიგანე  ერთ კილომეტრს აღწევს.“ჩაკეტვის შედეგად, მდინარის კალაპოტი შეიცვალა, და წამოვიდა სხვა ხეობაში, სადაც წარმოქმნა 51 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი. ჩანჩქერი, ნიაგარის ჩანჩქერზე ერთი მეტრით მაღალია, თუმცა მაშტაბურობა ნიაგარის ჩანჩქერსა და მას შორის, ძალიან დიდია. ამ ადგილას ჰიდრო ტექნიკური საქმიანობა მოახდინეს და ხელოვნურად შეცვალეს არხი. მცირე სიმძლავრის ელექტროსადურიც გააკეთეს, მაგრამ, დღეს, დატვირთვა მაინც ტურიზმზეა, რადგან ასეთი საინტერესო ეგზოტიკური, ჩანჩქერი ბევრი არაა ამ ზონაში,” –  ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

ამ ტერიტორიებზე მოხდარ მიწისძვრას უკავშირებენ ბევრი ისტორიულ ძეგლის დაზიანებასაც. სპეციალისტთა თქმით, არაა გამორიცხული, რომ იშხანიც, ოშკიც ამ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულიყო.

tba 008

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s