იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იშხნის რესტავრაცია ერთი წლის წინ გადაწყდა, და ამ წლის მარტიდან დაიწყო. თუმცა მასში ჩართულები არ არიან ქართველი რესტავრატორები.ტაძრის გადახურვა დამთავრებულია, შიდა ინტერიერი მთლიანად ხარაჩოებშია. გურგენ მეფის სამლოცველო, მთლიანადაა რესტავრირებული. მაქსიმალურადაა მცდელობა ძველ, პირვანდელ სახის შეხამებისა. ქვებიც, რომელიც ჯერ ისევ თეთრად გამოიყურება, დროთა განმავლობაში, მიიღებენ ისეთივე ფერს, როგორც მთავარი ტაძრის ქვებს აქვს.
გეოგრაფი გიორგი დვალიშვილი გვიყვება, რომ სიტყვა იშხანი სპარსული წარმომავლობისაა და გვახედებს ტაძართან მდებარე აუზისკენ, სადაც საუკუნეების განმავლობაში კალმახი ყავდათ. (აღსანიშნავია, რომ ტაო-კლარჯეთის ყველა ტაძართანაა ამდაგვარი წყლის აუზები).
“აუზი გამოყენებული იყო ქართული ჯიშიანი კალმახის მოსაშენებლად. მთავარი ისაა, რომ ეს იყო კალმახელიძეების ტერიტორია. კლარჯეთის ტერიტორიაზე კალმახის ცნობილი ციხეცაა. სავარაუდოდ, კალმახი პირდაპირ თარგმნეს. აქედან წამოვიდა ტოპონიმი იშხანი,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.
(კალმახი — ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, ტაოში. აგებულია VIII საუკუნეში. XI საუკუნემდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნეში კალმახის გამგებლებს კალმახის ერისთავები ეწოდებოდათ. IX საუკუნეში გურგენ კურაპალატის რეზიდენცია იყო. კალმახის ციხეში ჩააბარეს მეფე ბაგრატ IV-ს (XI ს.) დატყვევებული კლდეკარის მეამბოხე ერისთავი ლიპარიტ და მისი ძე ივანე). ტაძარი უკავშირდება გრიგოლ ხანძთელის სახელსა და საბა იშხნელს. თუმცა, საბა იშხნელი ვიდრე ამ ტაძრის მთლიან რესტავრაციას მოახდენდა, ტაძარი ფუნციონირებდა. როცა არაბებმა დააზიანეს და დაარბიეს,შემდომ მოხდა მისი რესტავრაცია. ძველი ტაძრის საფუძველზე მაშტაბური ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ასეთი სახე მიიღო – 1100 წლის ნაგებობამ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მე-16 საუკუნიდან აქ მეჩეთისაც ფუნქციონირებდა, რომლის ფუნქციონირებაც მე-18 საუკუნის ბოლოდან შეწყდა. ამ პერიოდიდან, მოხდა იშხნის დიდი ნაწილის დანგრევა. 1791 წელს იშხნიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე თრთუმის ხეობაში კლდეზვავი ჩამოიშალა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რის შედეგადაც წარმოიქმნა ტბა და ჩანჩქერი. ესეც ერთი ფაქტორი, რამაც ამ ტაძრის დაზიანება და რღვევა გამოიწვია. ჩვენამდე მოაღწია დანგრეული სახით, აღსანიშნავია, რომ მთელ ტაო-კლარჯეთში გამორჩეულია, მათ შორის სახურავით, მოჭიქული კრამიტით, ასეთი მასიური სახურავი აქვს ოშკსაც, დიდი ფრაგმენტი შემორჩენილია ხახულზეც. გუმბათი ყველაზე კარგადაა გამორჩეული, გუმბათის ყელში ფრესკებია შემორჩენილი. პირვანდელი სახით, მასიურად კარგად, მხოლოდ ამ ტაძარში იკითხება.
გურგენ მეფის სამლოცველო მთლიანად მოხატული იყო, ფრესკებიდან მხოლოდ ერთადერთია შემორჩენილი – მაცხოვრის ფრესკა, სადაც წყლის მიდინება არ ხდება. ტაძართან, მასიურად არ შედის წყალი. გიორგი დვალაშილი გვიყვება, რომ 2008 წლამდე ტაძრის ფსკერზე არანაირი სისველე არ შეინიშნებოდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, იშხნის მცველი ბატონი იაშარი, რომელიც ქართველებთან კარგ დამოკიდებულებაში იყო და ამ ტაძარს უვლიდა, (მაშინ შესვლა იყო ფასიანი), წამიყვანა და ხელით მანიშნა, რომ წყალი ჩამოდისო, მართლაც იატაკი სველი იყო.. ვნახეთ, შევადარეთ ადრინდელ ფოტომასალას და აშკარად ჩანდა, რომ ცრემლი მოსდიოდა მაცხოვარს – წვეთავდა. 2008 წლის გაზაფხული იყო და მაშინ არ მიგვიქცევია ყურადღება, მერე 2008 წლის აგვისტოში, ბევრმა ხაზია გაუსვა, რომ ეს იყო ომის წინა პერიოდთან დაკავშირებული. თუმცა, მერეც შეინიშნებოდა მაცხოვრის ხატთან სისველე.
დღეისათვის, შიგნით ვეღარ შევაღწიეთ…
უახლოეს მომავალში, როდესაც დამთავრდება რესტავრაცია იშხნის ტაძარი იქნება ტურისტული ობიექტი, სადაც მუზეუმი გაკეთდება და შესვლა ფასიანი იქნება.