ართვინის პროვინციაში, 1100 წლის ტაძარი, რომელიც დოლის ყანას სახელითაა ცნობილი. მდიდარია ორნამენტებით, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი დაკარგულია. გიორგი დვალაშილის თქმით, დოლისყანაზე იყო მზის საათიც, რომელიც 15 წლის წინ უკვალოდ გამქრალა.შიგნით, როგორც ცნობილია, მე-16 საუკუნიდან მეჩეთად გადაკეთდა, ზედა ნაწილი იყო მეჩეთი, დაბლა იყო საწყობი. 1984 წელს ზედა ნაწილი მოხსნეს და მეჩეთი გვერდით გადაიტანეს. ამის მიზეზი იატაკის დაზიანებაც გახდა. მეჩეთი გვერდით გადაიტანეს. ეს ადგილი კი დაზიანებულ მდგომარეობაშია. წყალიც და თოვლიც დასავლეთის მხრიდან ხშირად შემოდის. დოლისყანის ეკლესია ადგილობრივების გარკვეული მზრუნველობის ქვეშაა. საკურთხეველში გამონგრეული კედელია, განძის მაძიებლების მიერ, ადგილობრივების თქმით, მათ ლითონის მონეტები უპოვიათ. ფრესკები გადათეთრების ქვეშ მოყვა, ნაწილობრივ, შენარჩუნებულია და რაღაც ფრაგმენტები იკითხება იმ ნაწილში, სადაც ადრე სარდაფი იყო. დოლის ყანის ტაძარი ჯერ-ჯერობით, რესტავრაციის ქვეშ არ იმყოფება და არის დაუცველი და დღითიდღე ზიანდება, თუმცა მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით.
“წყალსაცავი მაინც შორსაა ტაძრიდან და ტაძარზე არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს, თუმცა ძალიან ბევრი თაღოვანი ხიდი მოექცა ამ წყალსაცავის ქვეშ,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.