RSS

ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა

24 ოქტ

xanZTa 001ოლიკო ცისკარიშვილი

შავი ზღვის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციაში,  მდინარე ჭოროხის აუზში, მდინარე ბერთას მარჯვენა შენაკადის ხანძთის წყლის ხეობაში,  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ხანცთა, ადგილობრივები პორტას მონასტერს უწოდებენ. აქ, როგორც ცნობილია, რამოდენიმე შენობა-ნაგებობა ფუნქციონირებდა, მათ შორის მთავარი ტაძარი, რომელიც დღეისათვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შემორჩენილი. xanZTa 0022007 წლამდე ტაძარი მორღვეული გუმბათით, მაგრამ იყო შემორჩენილი. თუმცა,  დეკემბრის თოვლის გამო, გუმბათის საკმაოდ მოზრდილი ყელი ჩამოიშალა და იმ დღიდან მოყოლებული, შემორჩენილი გუმბათის ყელის ფრაგმენტები იშლება და ინგრება, ამ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი, რომელიც რელიეფური ქვებითა და ტაძრის სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რელიეფურ ქვებთან ერთად იყო წარმოდგენილი გათლილი ქვებით, მე-19 საუკუნეში, სეზონური დასახლების გამო, 20-მდე სხვადასხვა სიმაღლისა და სხვადასხვა მოცულობის ქოხები წამოჭიმეს. საფუძვლად გამოყენებული იყო ტაძრის ქვები, ამანაც გამოიწვია ტაძრის ნგრევა. დღესისათვის, ამ ქოხებში 3-4-ში თუ ამოდიან სეზონურად.  აღარავინ აღარ რჩება. იმ ზამთარს, როცა გუმბათის ყელი ჩამოინგრა, ოთხი შენობაც დაინგრა. დიდთოვლობის გამო, ის ხის შენობებიც ჩაიშალა, რომლებიც მწყემსებისთვის იყო აშენებული. “როგორც სხვა ტაძარში, ხანცთაშიც, განძის მაძიებლებს დიდი სამუშაოები აქვთ ჩატარებული. გადათხრილია ხანცთის დიდი ნაწილი, როგორც შიგნით, ასევე დამხმარე ნაგებობები.  ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ ამ გადათხრის შედეგად დარჩენილი,  ფრაგმენტები შეიძლება დროთა განმავლობაში ჩაიშალოს და დაზიანდეს. დინამიკის მიხედვით, ხანძთა ძალიან ინტენსიურად ინგრევა და ამიტომ ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა. თითოეული დღე არის დაგვიანებული. ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრაგმენტი, რომელიც მაშტაბურობას ანიჭებს ამ ტაძარს, თოვლის გამო, კლიმატის გამო, შეიძლება დაინგრეს. მცირე მიწისძვრამაც კი შეიძლება მთლიანად დაანგრიოს და მისი აღდგენა და რესტავრაცია ვეღარ მოხდეს. ” – ამბობს პროფესორი გიორგი დვალაშილი.

სამრეკლოზე რამოდენიმე ქართული წარწერაა შემორჩენილი. ადრე სამრეკლო თივის ზვინით იყო ამოვსებული, ერთხელ თივა დამწვარა და ამიტომ მთელი სამრეკლო ხანძრის კვამლისგანაა გაშავებული.

მცენარეული საფარით გარშემო მწირია, ამ პატარა ხევში კი, სადაც ქარის მიმართულაბაც კი შეზღუდულია, რადგან გარშემო კარგად შემოფარგლული ქედი არტყავს, ყველა პირობაა რომ კულტურული მცენარეების გასახარებლად. დღემდე კარგადაა შემორჩენილი სხვადასხვა ჯიშის ვაზი, ბევრია ნიგოზი, ლეღვი, კარალიოკი, წაბლი…

ხანცთის წყლის ხეობის მარცხენა მხარეს, ხანძთის მონასტრის მახლობლად  შეინიშნება დამწვარი ტყე, ალბათ ხანძარი მცირე ხნით გაგრძელდა და სავარაუდოდ, წვიმამ ჩააქრო, დიდი შანსი იყო, რომ ამ ხანძარს ხანძთის შემოგარენში არსებული ნიგვზის ხეები და სხვა კულტურული მცენარეები გაენადგურებინა…

xanZTa 006 xanZTa 014

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s