RSS

ოპიზა – ტაძარი, რომელზეც გზა გადის

23 ოქტ

opiza 002ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულად უდიდეს სამონასტრო კომპლექსი ოპიზა –  ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან სამონასტრო კომპლექსი იყო, მე-5 საუკუნეში რამოდენიმე მართლმადიდებული ტაძრის არსებობის შესახებ არსებობს ინფორმაცია. გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კომპლექსი შექმნა. ამ ადგილზეა  ერთ-ერთი ცნობილი ბარელიეფი აშოტ კურაპალატის, რომელიც ტაო-კლარჯეთში 1900 წლების დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა  წაიღო და მუზეუმშია დღეს შემორჩენილი. გიორგი დვალაშვილის თქმით, ექვთიმე როცა ტაო-კლარჯეთში მოგზაურობდა, მის მიერაა ცნობილი, რომ ეს ტაძარი თითქმის ისეთივე  სახით შემორჩენილი იყო.  სამწუხაროდ, 1960-იან წლებში დააპირეს გზის გაყვანა, და  ტაძარი ააფეთქეს, დღეს, ტაძრის ცენტრში, გადის გზა სოფლის ტერიტორიაზე. ამ სოფლის სახელია ბახჩილარი. ტაძარი საკმაოდ დიდი კომპლექსი იყო და დღეს, მასზე სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადის. ამ ტაძრის კედლები წვიმის, თოვლის დნობის გამო იშლება. ტაძრის ზედა ნაწილში შენობაა დაშენებილი, ტაძრის ერთ კედლის თავზე კიდევ ერთი დამატებითი გზაცაა გაკეთებული.

გიორგი დვალაშვილის თქმით, 16 საუკუნის წინ, მოხდა დატერასება, ამ ადგილების ინტენსიურად დამუშავება. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას ძლიერი ქარი არაა, მიკროკლიმატიც ხელსაყრელია, მცენარეული საფარის არსებობისთვის მთავარი წყალია, არ იცის მკაცრი და ცივი ზამთარი, ყველანაირი ხელსაყრელი პირობა იყო სამონასტრო კომპლექსის არსებობისთვის, სამწუხაროდ, მე-17 საუკუნიდან დაიწყო ამ ადგილების გაუკაცრიელება და მეოცე საუკუნეში კი   ტაძარი აფეთქდა და დღეს, ჩვენს თავლწინ ინგრევა. ტაძრის ზედა ნაწილშია გარაჟია მოწყობილი, სადაც რამოდენიმე ავტომანქანაა.

opiza 008ტაძრის ნანგრევებში საწყობია მოწყობილი, ტაძრის სამხრეთ ნაწილში ფრესკების მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ოპიზას შიდა თუ გარე ქვებით იქვეა მეჩეთი აგებული, რომელიც 1964 წლით თარიღდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თურქულ ენაზე დაწერილ ტექსტთან ერთად, არის ლათინური შრიფტით ქართული შინაარსის შემცველი ტექსტი, ძირითადად მოწოდება მეჩეთში ლოცვაზე მოსვლის. აღსანიშნავია, ისიც, რომ ტაძრამდე მისასვლელი გზა, ცენტრალული გზიდან, სადაც უკვე დერინერის კაშხლის დიდი ნაწილია ათვისებული და დატბორილი, ძველი გზით იყო დაახლოებით ექვსი კილომეტრი, ახალი გზით კი 3 კილომეტრი, ახალი გზის ნაწილი უკვე გაკეთებულია.

“სამწუხაროდ, ტაო-კლარჯეთში ცვლილება ყოველდღიურად, ყოველწლიურად ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ ფიქსირდება, მათ შორის ოპიზაც არაა გამონაკლისი, და ეს ცვლილება ისევ და ისევ უარყოფითია, თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ მისასვლელი გზების კეთილმოწყობა ფიქსირდება და ეს ერთი  დადებითი ფაქტია, – ამბობს დვალაშვილი.

ასეთ მდგომარეობაში ვტოვებთ ოპიზას და არავინ იცის, რა მდგომარეობაში დაგვხვდება მომავალში.

opiza 007

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s