RSS

დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

23 ოქტ

alvani 002გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტს, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი შერჩეულია, როგორც კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი რაიონი. 2015 წლისათვის აქ დასრულდება 100 კმ ქარსაფარი ზოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც დაახლოებით 120 ათასი ნერგი დაირგვება. მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე დაირგო 35 ათასამდე ნერგი 30 კმ ქარსაფარ ზოლზე. სამუშაოებში დასაქმებულია 40 ადგილობრივი მოსახლე, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდათ შესაბამისი ტრეინინგი.

ქარსაფარი ზოლები მნიშვნელოვანია სახნავ-სათესი მიწების ეროზიისაგან დასაცავად, წარმოადგენს საბინადრო გარემოს ცხოველებისათვისათვის, ასრულებს ცხოველების სამიგრაციო დერეფნის როლს, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას, იცავს მოსავალს.

პროექტისათვის საგანგებოდ შეირჩა გვალვაგამძლე ნერგები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაში.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s