მდინარე შავშეთისა წყლისა და ტბეთის წყლის შესართავში, მართლაც საინტერესო მდებარეობის მქონე ადგილი, ამ ორი წყლის შესართავთან ვულკანური წარმოშობის საკმაოდ მაღალ გორაზე აღმართულია სათლეს სახელით ცნობილი შავშეთის ციხე-სიმაგრე, რომელიც უმთავრესი ციხე-სიმაგრე ყოფილა, ჯერ კიდევ, 10 საუკუნის წინ. დღეისათვის, მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია, რომელიც მომავალში უამრავ ტურისტის მასპინძელი გახდება. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ტურისტები ვიყავით, რომლებმაც სათლეს ციხემდე გრძელი კიბეები აიარა და ნახევრად რესტავრირებული ციხე-კოშკი იხილა.სათლეს ციხე საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრეა, რომელიც იცავდა არა მარტო დასახლება შავშეთს, არამედ მთლიანად შავშეთის რეგიონს, ამ ციხის გარშემო საკმაოდ მრავლადაა ქართული ძეგლები და მათ შორის სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევები. გიორგი დვალაშვილის თქმით, ციხე სიმაგრის მთლიანი ფართობია 3 360 კვ/მეტრია. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლია, სხვა ძეგლებივით, ციხე-მონასტრებივით არაა გადათხრილი. ერთ-ერთი კოშკი რომელედაც დღეს თურქული ჰერალდიკის ნიმუშია გამოსახული, ეს ძალიან წააგავს ტიპიურ ქართულ ციხე-სიმაგრეს, შორიდან თუშურ კოშკს გავს. კოშკის სიმაღლე დაახლოებით შვიდ მეტრს აღწევს. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს მას ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა. ესაა მართლაც გამორჩეული მდებარეობის, შავშეთის ძირძველი ქართული ტერიტორიის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა.
სათლეს ციხე – შავშეთის ციხე-სიმაგრე
22
ოქტ