RSS

სათლეს ბაზილიკა ტაო-კლარჯეთში

22 ოქტ

saTle 008ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულ ქალაქ შავშეთის ტერიტორიაზე, ამ ნაწილში ფუნქციონირებდა ბაზილიკური ტაძარი, აქვს გვერდზე მინაშენებიც. თუმცა 1555 წლის მერე ეს ტერიტორია გახდა საძვალე ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ფაშების. სამწუხაროდ, ქართული ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომლის ფრაგმენტები კარგად შეინიშნება. ბოლო პერიოდში მან ფუნქცია დაკარგა.

“დღეს, აქ არის საკმაოდ ღრმა, ორი მეტრის სიღრმის სამარხი გათხრილი, ოქროს მაძიებლების მიერ. განძის მაძიებლები, მთელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მთავარ მტერს წარმოადგენს და ხშირად ოქროს მაძიებლების მიერ გადათხის გამო, ტაძრის ფრაგმენტები იშლება და ინგრევა. აქ არაერთი ორმოა შემორჩენილი, ეს ორმოც სულ ახალი გათხრილია, როგროც სჩანს აქ საძვალე იყო, ბევრი ძვალიც სჩანს, არავინ იცის რა აღმოაჩინეს მათ აქ…” – ამბობს გიორგი დვალაშილი.

საკმაოდ სქელი კედლებია ტაძარში სავარაუდოდ, მე-10-11 საუკუნის ძეგლი.

“არქიტექრურულად, ცოტა განსხვავებული ნაგებობაა, და წააგავს ოთხთას. ბაზილიკური ტიპის ტაძარი, სამწუხაროდ, უპატრონოდ და დაცვის გარეშეა და ამის კვალიც ეტყობა. დიდი რაოდენობით ჩამოდის წყალიც, სახურავიც ცუდ მდგომარეობაშია, მეოცე საუკუნეში ხელი აქვს შევლებული, ალბათ, მეჩეთის არსებობის გამო,” – ამბობს დვალაშვილი.

ტაძარი მთლიანად გადაკეთებულია. თუმცა, სათლეს ეკლესიაში აღმოსავლეთით საკურთხეველთან ახლოს ფრესკის ფრაგმენტები შევნიშნეთ. აშკარად შებათქაშებული კედლები ბევრ ფრესკას მალავს. ბათქაშის მექანიკური ჩამოშლის გამო, კარგად იკითხება ფრესკის ფრაგმენტები. ტაძარი აშკარად, საოცარ ფერებში იყო მოხატული,

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს აშკარად ეტყობა, რომ ტაძრის კედლებზე გამოსახული ჯვრები და წარწერები განადგურებულია, მაინც ვიპოვეთ ტაძრის კედელზე გამოსახული ჯვრები. სავარაუდოდ, ბოლნური ტიპის ორი ჯვარი აღმოსავლეთ კედელზე, რომელიც კარგადაა შემორჩენილი. თავად ეკლესიის შესასვლელში, სადაც დღეს, ადგილობრივების  სასაფლაოა, აბრაა გამოკრული, სადაც იკითხება, სხვადასხვა ფაშების შესახებ ინფორმაციები, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ – სელიმ ფაშა, აბდულ ფაშა და ა.შ.

saTle b 007

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s