RSS

ტბეთი

21 ოქტ

tbeTi 015ოლიკო ცისკარიშვილი

ტბეთის ეკლესია შორიდანვე გამოჩნდა… მის ეზოში ადგილობრივების ფრენბურთის ბადე გაუჭიმავთ და ეტყობა რეგულარულად თამაშობენ. ტბეთის ეკლესიის შესასვლელში წარწერა გვხვდება, სადაც ტბეთის მაგივრად, ტებეტი წერია, ინგლისურ ვარიანტში კი ტიბეტი. თუმცა, ამაყად მდგარ ძველ ტბეთს ამით არაფერი აკლდება, და აქ მოსულ ქართველი ტურისტები, იქვე ჯიხურში კეთილი თურქის მიერ შენახულ სამახსოვრო წიგნში ყველა წერს, რომ ეს 26 მეტრიანი სიმაღლის ტაძარი ტბეთია და არა ტებეტი.შავი ზღვის გეოგრაფიულ რეგიონში ართვინის პროვინციაში, მდინარე ტბეთის მარჯვენა მხარეს, ისტორიულად შავშეთს, დღეს ჯევიზლი ქვია. გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის თქმით, დიდი რაოდენობის კაკლის მოსავლის გამო, ამ ადგილს დაარქვეს კაკლიანი, ანუ თურქულად ჯევიზლი.

“ამ ტაძარს მომავალ წელს აგებიდან 1100 წელი უსრულდება, როგორც ინფორმაცია მაქვს – ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. სამწუხაროდ, 1961 წელს ტაძარი ააფეთქეს. ტაძარი  ყველაზე ახლოს მდებარე ტაძარია საქართველოს საზღვართან, ეხლა გუმბათმონგრეულია. 26 მეტრამდე იყო სიმაღლე, იყო კარგად მოხატული, წყაროების მიხედვით ფრესკები კარგად იყო შემორჩენილი. დღესაც არის მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილი. სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ ფრესკებიც და ტაძრის დიდი ნაწილის ზიანდება. ტაძარი აიგო, მეათე საუკუნის დასაწყისში 914 წელს, ამ ტაძარს ქონდა ტერიტორიები შაორის წყალსაცავის ტერიტორიაზე. ზუსტად ამ ტაძრის მსგავსი ტაძარი იყო დაწყებული 1014 წელს  – ნიკორწმინდის ტაძარი. თუმცა, აქ, ტაო-კლარჯეთში, უფრო გაცილებიც მაშტაბურად დიდი ტაძრები იგებოდა. სამწუხაროდ, უმრავლესობა ძალიან ცუდ დღეშია, სავარაუდოდ 150-მდე მნიშვნელოვან ძეგლს ითვლიან ტაო-კლარკეთში, რომელიც გარდა შავი ზღვის პროვინციისა, ართვინის პროვინციაში არტაანში და ერზერუმის პროვინციაშია. ტბეთში ძალიან ბევრი ჩუქურთმაა შემორჩენილი და აშკარად ეტყობა, რომ სადაც მიაღწიეს და მიწვდნენ ჩამოანგრიეს და მოშალეს ჯვრები.” – ამბობს გვიორგი დვალაშვილი.

მისი თქმით, ტაძრის გარკვეული ფრაგმენტებზე სპიტაკის მიწისძვრამაც იმოქმედა, მიწისძვრები სამწუხაროდ, ხშირია და საუკუნეში ერთხელ მაინც რაც არ უნდა მცირე მიწისძვრა დაფიქსირდეს, საფუძველ მოკლებულ, მორღვეულ ტაძრებს უზარმაზარი ბზარებს უჩენს. აფეთქების შედეგად გუმბათის ნაწილი დაახლოებით 10-15 მეტრზეა გადაგდებული. ადგილობრივების სახლები ტაძრის ქვებითაა აშენებული, რელიეფური მოჩუქურთმული ქვებით მოსახლეობა სხვადასხვა შენობა ნაგებობეს აკეთებდა თავის დროზე.

ტაძარს სასწრაფოდ რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია სჭირდება.

tbeTi 014

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s