RSS

ჭინჭრობის ეკლესია არტაანის ტერიტორიაზე

20 ოქტ

winwrobi 004ოლიკო ცისკარიშვილი

ზღვის დონიდან 1850 მეტრზე ისტორიულ არტაანის ტერიტორიაზე, როგორც ვარაუდობენ ჭინჭრობის ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებია. ამჟამად ეს ნანგრევები ნაგავსაყრელადაა ქცეული. სამწუხარო ფაქტია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ტაძრის მახლობლად, ორიოდე მეტრში, მიმდინარეობს საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც აზიანებს ამ ტაძარს. გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის თქმით, ეს გზა არტაანის შემოვლითი გზაა, რომელიც აკავშირებს ყარს ერზერუმთან და სხვა პროვინციებთან. “აქ მიმდინარეობს საკმაოდ მძლავრი სამუშაოები და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში, ტაძრის მახლობლად მოხდეს ინერტული მასალების ჩაყრა და ტაძარი, ფაქტობრივად, ამ ნაშალი მასალების დაგროვების შედეგად შეიძლება, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ, მაინც დაიფაროს,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი. ტაძრის შესახებ მწირი ინფორმაციაა. თუმცა, ქართული ხუროთმოძღვრების კვალი აშკარადაა და სამწუხაროდ, ნანგრევების სახითაა დღეს შემორჩენილი, შეინიშნება ,,განძის მაძიებლების“ მიერ ტაძრის გადათხრის კვალიც.

ტაძარის საძირკველთან, გზის გაყვანამდე  ხევი გადიოდა, რომელიც  გზის მშენებლობისას ჩაიკეტა. ხევში  წყალმოვარდნის გამო, დაზიანებულია ტაძრის ბალავარი. და თუ არ გამაგრდა, დარჩენილი საკურთხევლის კედელიც ჩამოინგრევის საფრთხის ქვეშაა.

იმედია, თურქეთის ხელისუფლება, გზის გამო, ტაძარს საბოლოოდ, დასაღუპად არ გაწირავს.

winwrobi 003

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s