ვალეს საქართველოს სასაზღვრე პუნქტიდან გამოსულებმა, ისტორიულ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ხელმარჯვნივ შევნიშნეთ ძველი ქართული ძეგლების ნაშთები. ეს ოროზაქის კომპლექსია. ჩვენი გიდი და გეოგრაფი, თსუ-ს პროფესორი გიორგი დვალაშვილი გვეუბნება, რომ ეს ერუშეთის წყლის ხეობა. ერუშეთის წყალი იღებს სათავეს ერუშეთის ქედის ხანიონის მასივიდან, მდინარის მარჯვენა მხარეს კი კომპლექსია – ოროზაქის კომპლექსი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მეცხრე საუკუნით თარიღდება, თუმცა როგორც ბევრი ქრისტიანული ძეგლი, მათ შორის, ეს ძეგლიც, მე 11-12 საუკუნეში უდიდეს ციხე–სიმაგრეს და სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ამ ძეგლიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში რამოდენიმე ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი. ცენტრალური გზიდან აშკარად ჩანს, რომ ძველი გზის ნაშთები. კომპლექსის, ქვევით დასახლებაა – ატლაში, სადაც ურის ციხე–კომლექსის ფრაგმენტია. ეს გზა, უერთდება მდინარე მტკვარს და შედის ვარძიაში. ამ ადგილს ამჟამად, თურქეთის (ჯავახეთის ) ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის არტაანის პორვინციის ხანაკის რაიონის ჩაიაზღის დასახლება ქვია. ოროზაქის კომპლექსის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. გიორგი დვალაშვილის აზრით, კომპლექსი აფეთქებულია, სავარაუდოდ რუსეთ–თურქეთს ომის დროს როგორც ტაო-კლარჯეთში ტაძრების უმრავლესობისა.
ოროზაქის კომპლექსი
18
ოქტ