RSS

გიორგი დვალაშვილის წიგნი ,,საჩხერე და ჭიათურა (ტურისტულ-გეოგრაფიული ექსკურსი)“

17 ოქტ
1394972_10151950676069310_2025830285_nგამოიცა გიორგი დვალაშვილის წიგნი “საჩხერე ჭიათურა”, რომელშიც განხილულია საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასახლებული პუნქტები: ქალაქები საჩხერე და ჭიათურა, აგრეთვე საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში 27 ტერიტორიულ მართვის ორგანოში  გაერთიანებული 115 სოფელი. რეგიონში მრავლადაა ტურისტებისათვის საინტერესო ობიექტი, სადაც უამრავი მღვიმე-გამოქვაბულია. თავისი ბუნებრივი ეგზოტიკით გამოირჩევიან:  მდ. მდ. ყვირილას, ჯრუჭულას, კაცხურას, ბუჯისა და საძალიხევის აუზში არსებული მღვიმეები. ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები: სვერის, კაცხის, ითხვისის, მოდინახეს, თოდაძის, ნავარძეთის ციხესიმაგრეები, სავანის, ქორეთის, ეხვევის, სარეკის, გორისას, კორბოულის, კაცხის, პერევისის, ითხვისის, მღვიმევის, დარკვეთის ეკლესია-მონასტრები, კაცხის ბუნებრივ-კირქვული სვეტი. მრავლად არის მდინარეები: საძალიხევი, ჯრუჭულა, ჩიხურა, შუშა, ღებურა, ძირულა, ბუჯა, ყვირილა, დუმალა, ციხისწყალი, კაცხურა, წილთოსწყალი, ჭერულა, თაბაგრებისწყალი. ეგზოტიკური ტბები: სოფელ ხრეითში არსებული ტბა _ შემორევა, სოფელ რგანში ნაბარდების ტბა, ვულკანური წარმოშობის ტბა სოფ. პერევისაში, აგრეთვე დევის ტბა. მუნიციპალიტეტები აგრეთვე მდიდარია ფლორითა და ფაუნით.

წიგნში მოთავსებულია საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები, დასახლებული პუნქტები დახასიათებელია გეოგრაფიული და ისტორიული რაკურსით, ჭალის თემის სხვა სოფლებთან ერთად განხილულია ის სოფლებიც, რომლებიც 1991 წლიდან ითვლება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიად და ტურისტული მიზნით კარგ ადგილებად არის მიჩნეული. ეს სოფლებია: ტბეთი, ქარძმანი, სინაგური, თედელეთი, ჯალაბეთი. წიგნი განკუთვნილია საჩხერის და ჭიათურის რეგიონის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.

 
2 Comments

Posted by on 17/10/2013 დუიმი ეკოფაქტის ამბები

 

2 responses to “გიორგი დვალაშვილის წიგნი ,,საჩხერე და ჭიათურა (ტურისტულ-გეოგრაფიული ექსკურსი)“

  1. tea

    17/10/2013 at 20:47

    გიორგი გილოცავ! წარმატებები.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s