RSS

მაშველებმა დაკარგული პოლონელი ალპინისტის ცხედარი ჩამოასვენეს

08 ოქტ

yazbegi 001შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა პოლონელ ალპინისტთა დაკარგული ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ცხედარი მყინვარწვერიდან ჩამოასვენეს.გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში პოლონელი ალპინისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების თანამშრომლებმა სამაშველო-საძიებო ოპერაცია იმავე დღეს დაიწყეს. ინტენსიურად მიმდინარეობდა მყინვარწვერისკენ მიმავალი ყველა ალპინისტური მარშრუტისა და საფეხმავლო ბილიკის საჰაერო დათვალიერება. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი საძიებო ღონისძიებას სრული სამთო აღჭურვილობით ხმელეთიდანაც აწარმოებდა.

მაშველებმა ცხედარი ჯერ კიდევ 26 სექტემბერს ზღვის დონიდან 4300 მეტრზე, დევდორაკის მყინვარსა და მყინვარწვერის პლატოს შორის აღმოაჩინეს, თუმცა მისი ჩამოსვენება ამინდის გაუარესების გამო შეფერხდა. საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო ავიაციაც.

ქართულმა მხარემ ცხედრის აღმოჩენის შესახებ ალპინისტის ოჯახის წევრებს აცნობა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s