RSS

კლიმატის ცვლილების საკითხებზე ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

02 ოქტ

klimatკაჭრეთში დასრულდა (სასტუმრო „ამბასადორი“) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ პროგრამის განხორციელებულ საქმიანობას და მომავალ აქტივობებს, ჩატარდა ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია. ტრენინგ-პროგრამა კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარებისა დ გარემოსდაცვითი საკითხებზე თემების ფართო სპექტრს მოიცავს და  ადგილობრივი  დონეზე კვალიფიცური კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს. – ამბობს თამარ ბაგრატია, პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციდან.

პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

 

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას  საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s