RSS

გუშინ, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხები გაინიხილეს

02 ოქტ

შერატონიგუშინ, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის წარმომადგენლები კლიმატის ცვლილების საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრნენ.“დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს, USAID-ის მიერ დაფინანსებული   პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში შეიქმნა. პროგრამას  ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ახორციელებს. საკოორდინაციო ჯგუფი  გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე პროექტებს განიხილავს,” – ამბობს თამარ ბაგრატია, პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან.

პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას  საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s