RSS

საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ გამოცემაში მაღალი შეფასება დაიმსახურა

23 სექ

orbelis cixe 004მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში UNWTO World Tourism Barometer (აგვისტო, 2013), სადაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა არის შეფასებული როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი (6 თვის მონაცემებით). მომდევნო პოზიციებს ინაწილებენ სლოვაკეთი, სომხეთი, ლატვია და ლიტვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მტო-ს მთავარ წლიურ გამოცემაში UNWTO Tourism Highlights-შიც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყანა.ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქვეყნაში ტურიზმის განვითარების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კუთხით, რადგან ხსენებული გამოცემები მეტად სარწმუნო და გავლენიან ინფორმაციის წყაროებს წარმოადგენენ ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში.

შეგახსნებეთ, რომ 8 თვის თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული უცხოელი მოგზაურების რიცხვმა 3 568 518 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ია.

საერთაშორისო მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა აგვისტოს თვეზე მოდის (770 608) სტატისტიკურად საქართველოში შემოსული მოგზაურების უდიდესი წილი ზაფხულის სეზონზე აღინიშნება. საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან არის (3 132 623), რაც ვიზიტორთა 88%-ს წარმოადგენს. აღინიშნება მეზობელი ქვეყნების წილის კლების ტენდენცია, გასულ წელს ხსენებული მაჩვენებელი 91%-ს შეადგენდა.

ქვეყნების პირველი ხუთეული ჩამოსვლების მიხედვით ასე გამოიყურება: თურქეთი (1 109 920, ზრდა 18%), სომხეთი (820 043, 55%), აზერბაიჯანი (686 671, 15 %), რუსეთი (515 989, 69 %), უკრაინა (79 542, 73 %)

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s