22 სექტემბერს “დღე – ავტომობილების გარეშე” აღინიშნება. აღნიშნული დღე 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო, თუმცა, დაბინძურების მაჩვენებელი არ შეცვლილა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წამს დედამიწაზე ერთი ახალი მანქანა იქმნება.გარემოს დაცვის სამინისტრო სტატისტიკასაც აქვეყნებს: საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი; 0,1ლ/კმ ბენზინის წვის დროს ავტომობილის მიერ გამოიყოფა 40-60 გრამი ტყვია, რომლის 20% კონცენტრირდება მანქანასთან, დანარჩენი კი ჰაერში იფანტება; ატმოსფეროს დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის. დაბინძურებული ჰაერი ერთ მეტრზე – ზუსტად საბავშვო ეტლის სიმაღლეზე ვრცელდება; ავტოავარიაში ყოველდღიურად საშუალოდ 3000 ადამიანი იღუპება.
“რაც შეეხება დღევანდელი დღის აღნიშვნას, დატოვეთ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი შინ და ისარგებლეთ სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით, იმოძრავეთ ფეხით, ეცადეთ, გამოიყენოთ ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება; დაიცავით ავტომობილის “ეკო-ტარების წესები” და გაუკეთეთ მანქანას მწვანე ლენტი”, – აღნიშნავენ სამინისტროში.
მისივე ინფორმაციით, ავტომობილის ეკო-ტარების წესებია: “გამორთეთ ძრავა ხანგრძლივი საცობის დროს; შეამოწმეთ საბურავების წნევა, ნორმაზე 25%-ით ნაკლებობა ავტომობილის სტარტის დროს წინააღმდეგობას 10%- ით ზრდის; გონივრულად გამოიყენეთ კლიმატ-კონტროლის სისტემა – თუ ჩართული გაქვთ, ნუ ჩაუწევთ ფანჯრებს; ნუ დაამუხრუჭებთ მკვეთრად – ეს საშუალებას მოგცემთ, საწვავის მინიმალური ხარჯით შეინარჩუნოთ მანქანის ინერციით მოძრაობის უპირატესობა; გახსოვდეთ, 3 – 4 ადამიანის წამოყვანით 3 – 4 ჯერ შეამცირებთ ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურებას; იმოძრავეთ ერთ ზოლში – მოძრაობის ხაზის მკვეთრი ცვლილება და გადასვლა ზრდის საწვავის ხარჯს და გამონაბოლქვსაც”.
22 სექტემბერი “დღე – ავტომობილების გარეშე”
22
სექ