RSS

კახეთში მდინარეები ადიდდა

22 სექ

wvima444წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტაში დაზიანდა ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და მეურნეობა. განსაკუთრებით დაზარალდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მოსახლეობა. დატბორილია როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.ყვარელში ადიდდა მდინარე დურუჯი, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ილიას ტბისკენ და სასტუმრო „როიალ პალასისკენ“ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთი. ამ ეტაპის მონაცემებით, მოსახლეობას ზიანი არ მისდგომია.

გარდა ამისა, საგარეჯოში ადიდდა ხოდაშნის ხევი, რომელიც სასწრაფო გაწმენდას საჭიროებს. ხევის გასაწმენდად ტექნიკა უკვე მობილიზებულია.

არც ერთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის.

უახლოეს დღეებში მოხდება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა, რის შემდეგაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები სამინისტროს ზარალის ოდენობას წარუდგენენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s