RSS

Sony Entertainment- ის გადამღები ჯგუფი უკვე საქართველოშია და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე გადაცემა Week End Out-სთვის სიუჟეტებს მოამზადებს

17 სექ

yazbegi 001საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია დუბაი.ჯი-ს ერთობლივი მოწვევით 14-19 სექტემბერს ხორციელდება პრეს ტური დუბაიდან, რეიტინგული გადაცემისთვის – Week End Out.როგორც მოგეხსენებათ, დუბაი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს რადგან არსებობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და აღნიშნული რეგიონის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოში სამოგზაუროდ. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად მოწვეულ იქნა რეიტინგული გადაცემის გადამღები ჯგუფი, რომლებიც საქართველოში მოინახულებენ თბილისს, ყაზბეგსა და კახეთის რეგიონებს რის შედეგადაც მოამზადებენ სიუჟეტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღნიშნული სიუჟეტები გაშუქდება დუბაიში, Sony Entertainment ტელე არხზე გადაცემის Week End Out სეზონის გახსნის ფარგლებში.

აღნიშნულ პრეს ტურს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვება დუბაის ბაზარზე, რაც საქართველოს ტურისტულ ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს და გაზრდის დუბაიდან ტურისტების ნაკადის შემოდინების ტენდენციას.

როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია Fly Dubai საქართველოს ბაზარზე უკვე ორი წელია წარმატებით ოპერირებს და მოთხოვნის შესაბამისად წლიდან წლამდე რეისების სიხშირე თბილისი-დუბაის მიმართულებით მატულობს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s